"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ
"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ
"...ზუსტად ვიცი, რომ პირველი ფოტოგრაფი ვარ, ვინც ეს საოცრება პირველმა ვნახე, გადავიღე და ჩემი ფოტოებით მსოფლიოს გავაცნობ, რომ არსებობს უცნაური სილამაზე და ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის... რაჭა, მურადის მღვიმე, კლუბ "თეთნულდის" დარბაზი" - ეს ქუთაისელი მთამსვლელის, ფოტოგრაფის, მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბ "თეთნულდის"
წევრისა და დამფუძნებლის არჩილ გეგენავას სიტყვებია.

საქმე ეხება, 2014 წლის 1-ელ ნოემბერს აღმოჩენილ ახალი მღვიმის გასასვლელს, რომლითაც ჯერ ცოტამ თუ იცის, არადა, როგორც არჩილი ამბობს, ეს იმაზე მეტად საინტერესო და დიდია, ვიდრე "სათაფლიის მღვიმე''...
მთამსვლელ-მოგზაურთა კლუბი რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა და იქ ასეთი აღმოჩენა გააკეთა. გასაგები მიზეზის გამო, ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ, თუმცა აღმოჩენის წუთებიდან აცხადებდნენ, რომ მღვიმე მასშტაბურია და მის შესაძლებლობებზე მისი შესწავლის შემთხვევაში, მეტის თქმა შეეძლებათ.
ერთ-ერთ მღვიმეში, რაც მცირე ზომის ეგონათ, გასასვლელს მიაგნეს, რომელიც მეორე, უფრო მასშტაბურ სივრცეს უკავშირდება... მას რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. ასევე არის ჭები, თუმცა მათი დათვალიერება ვერ მოხერხდა. იქვე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები.  განაგრძეთ  კითხვა  და  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები