13 პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს (13 ფოტო)
13 პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს (13  ფოტო)




ეს მართლაც, ყველაზე საშიში პროდუქტებია. მათში შემავალი მავნე ნივთიერებები სასარგებლო ნიადაგს ქმნის სიმსივნის წარმოშობისთვის. ეცადეთ, ნაკლებად, ან საერთოდ არ მიირთვათ ისინი. მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.




1. პოპკორნი (ბატიბუტი). მასში შემავალი მავნე ნივთიერებები კანცეროგენულია და ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის სიმსივნის წარმოსაქმნელად.








2. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც პესტიციდების მოჭარბებულ რაოდენობას შეიცავს. ხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენება , ბუნების მიერ ბოძებულ სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობის ნამდვილ მტრებად აქცევს. ეს ძირითადად ეხება ვაშლს, ფორთოხალს, მარწყვს და ყურძენს. ამიტომ, სანამ მიირთმევთ, აუცილებელია კარგად გარეცხოთ, თუმცა ეს გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ასეთ ხილში და ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებებისგან ბოლომდე დაცული იქნებით.







3. კონსერვირებული პომიდორი. ლიკოპინი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ძლიერი ანტიოქსიდანტი და სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა მეტალის ქილებში დაკონსერვებისას ქიმიური ნივთიერებები ანადგურებენ ლიკოპინს და ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების წარმოქმნას. არ არის საჭირო უარი თქვათ პომიდორზე, მიიღეთ ის ახალი, ან ზამთრისთვის მომზადებული შეინახეთ შუშის ქილებში.







4. ძეხვეული, კონსერვირებული ხორცი. ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული ხორცის პროდუქტების სისტემატური მიღება უდიდეს ზიანს აყენებს ორგანიზმს. ეს ძირითადად შებოლილ და კონსერვირებულ ხორცს ეხება, რასაც ჯანმრთელი კვების მიმდევრები ლეშს უწოდებენ. ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ პროდუქტების მოხმარება დღის განმავლობაში.








5. კარტოფილის ჩიპსები ძალიან კალორიულია, მათ ხშირ მოხმარებას არ გიტჩევთ, რადგან შეიძლება, წონაში ძალიან მოგამატებინოთ. მასში დიდი რაოდენობით შემავალი ნატრიუმის, კონსერვანტებისა და არომატიზატორების ქიმიური “თაიგული” ხელსაყრელ ნიადაგ უქმნის სიმსივნურ უჯრედებს.








7. რაფინირებული ზეთი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ საჭმლის მომზადებისას, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება თავისი ნატურალური ანალოგისგან, მცენარეული ზეთისგან. მასში დიდი რაოდენობით კონსერვანტია, ამიტომ საშიშია ჯანრთელობისთვის. ყიდვის დროს შეამოწმეთ ეტიკეტი და შეიძინეთ მხოლოდ ნატურალური ზეთი.








8. დამარილებული, მარინადი და შებოლილი პროდუქტები. კვების რაციონში ხშირად მათი გამოყენება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს იწვევს.







9. თეთრი ფქვილი. დიახ, “ფუმფულა” და ქათქათა თეთრი ფქვილი დამუშავებულია გაზისებრი ქლორის მეშვეობით. რომელიც ანადგურებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას ამ პროდეუქტში. თეთრი ფქვილით დამზადებული საჭმლის ხშირი გამოყენება სისხლში შაქრის დონეს მაღლა სწვს და სიმსივნის რისკი იმატებს, რადგან კიბო შაქრით “იკვებება” . პურპროდუქტები მიირთვით მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან დამზადებული.








10.გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები. 1996 წელს, როცა ამერიკაში შეიტანეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი,სტატისტიკური მონაცემებით კიბოთი დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. აუტიზმი ბავშვებში, ალერგიული რეაქციები, იმუნიტეტის დაქვეითება, ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ასეთი პროდუქტი იწვევენ. მოერიდეთ მას მიუხედავდად სიიაფისა და ლამაზი ფორმისა.









11.რაფინირებული შაქარი. როგორ უკვე ვთქვით, შაქარი სიმსივნისთვის გემრიელი ლუკმა და ზრდის წყაროა . ჟურნალ Cancer Epidemiology, Biomarkers, and Prevention-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ჩანს, რაფინირებული ნახშირწყლების ხშირი გამოყენება 22 %-ით ზრდის ქალებში მკერდის კიბოთი დაავადების რისკს. შეამცირეთ ტკბილეული თქვენს რაციონში, ოღონდ არ ჩაანაცვლოთ ის ხელოვნური დამატკბობელებით.








11. ხელოვნური
დამატკბობელი საშუალებებს ბევრი იყენებს იმისთვის,
რომ დაიკლოს წონაში, მაგრამ მათი ხშირი მოხმარება უდიდეს ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ის შენელებული მოქმედების ბომბივითაა. ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, სუკრალოზა,სტევია-ეს შაქრის ხელოვნური შემცვლელებია, რომლებიც რეგულარულ ხმარებაშია და საბოლოო მათი შედეგი იფეთქებს მრავალი დაავადების სახით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ტვინის სიმსივნეა. განსაკუთრებით საშიშია ფრუკტოზით მდიდარი დამატკბობლები, ვინაიდან კიბოს უჯრედები მათ ადვილად და სწრაფად ითვისებენ. პოპულარული პროდუქტები, როგორიცაა ნამცხვრები, წვენები, ფუნთუშები, ალკოჰოლიანი სასმელი მზადდება ფრუქტოზის მაღალი შემადგენლობის მქონე პროდუქტებისგან, გასაგები ხდება, რატომ იმატებს დღითი-დღე სიმსივნური დაავადებების რიცხვი.







12. ალკოჰოლის გამოყენება ერთ-ერთი მთავარია მიზეზია სიმსივნით დაავადების
, სიგარეტის შემდეგ. მისი ზედმეტი მიღება დამანგრევლად მოქმედებს ორგანიმზე მაშინ, როცა პატარა დოზებით ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია. ალკოჰოლით გატაცება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და უეცარ სიკვდილსაც კი. ალკოჰოლი პროვოცირებას უკეთებს სწორნაწლავის, ღვიძლის და მკერდის სიმსივნის განვითარებას. არ ინერვიულოთ, სადილზე ჭიქა ღვინო არაფერს დაუშავებს თქვენს ორგანიზმს, მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ სასმელის მიღებამ.







13. უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეიცავს სოდა +მრავალი კანცეროგენი, არომატიზატორები, შაქრის შემცვლელები. სახარინი, კალიუმის აცესულფამი , რომლებიც გაზიანი ლომონათების შემადგენლობაშია, მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლიათ , მათ შორის სიმსივნის. გაზიან სასმელში შემავალი ასპარტამი ხშირად თავის ტკივილს, დაღლილობას , ტაქიკარდიას და დეპრესიას უწევენ პროვოცირებას.



ალბათ დაგებადათ კითხვა, რა ქნათ, როცა ამდენი თქვენთვის საყვარელი პროდუქტი ასეთი მავნებელია, რა ვჭამოთ? თქვენ უკვე მიიღეთ ინფორმაცია, ახლა თვითონ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. რჩევა ერთია-ნუ გადააჭარბებთ, მიიღეთ მცირე ულუფებით.




წყარო - postalioni.com

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
19-07-2017



1. ტიფი.
ტიფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც იწვევს ბაქტერია Rickettsia. სიტყვა ტიფი- "typhos" კი ბერძნულიდან მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით ნისლს, ბურუსს ნიშნავს. პირველად დაავადება აღწერეს ესპანეთის ბლოკადაში 1489 წელს, რომელიც ხასიათდებოდა ცხელებით და წითელი ლაქებით ხელებზე, გულ-მკერდსა და ზურგზე. ალყის დროს ესპანელებმა დაკარგეს 3000 მეომარი, თუმცა 17 000 სწორედ რომ ტიფით გარდაიცვალა. მთელს ევროპაში დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული 16-19 საუკუნეებში- ინგლისის სამოქალაქო ომის, ოცდაათწლიანი ომისა და ნაპოლეონის ომიების დროს. ორმოცდაათწლიანი ომის დროს კი 8 მილიონი გერმანელი დაიღუპა ტიფით. 1812 წელს კი რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს ნაპოლეონმა უკან დაიხია, ვინაიდან სწორედ ტიფით დაიხოცა იმაზე მეტი ფრანგი მეომარი, ვიდრე რუსების ტყვიის მსხვერპლის რიცხვია.


2. ვირუსი ებოლა.
სახელწოდება "ებოლა" დაავადებამ მიიღო ადგილიდან, სადაც იგი პირველად აღმოაჩინეს. სწორედ მდინარე ებოლაში დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებს, მისი გამავრცელებელი ცხოველებიც სწორედ იქ ბინადრობენ, თუმცა არის საშიშროება, რომ ვირუსი გავრცელდეს. ორი ამერიკელი დაინფიცირდა აფრიკაში დაავადებულების მოვლის დროს, რომლებიც უმალ მოათავსეს ატლანტას საავადმყოფოში (ა.შ.შ) და ახლა ისინი გამოჯანმრთელების გზას ადგანან.

ამჟამად ვირუსის კლინიკური ვაქცინა არ არსებობს, თუმცა იმუნოლოგიის და ვაქცინაციის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით კი 2015 წლისთვის მიღებული უნდა იქნას ვაქცინა. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია დაიწყებს ტესტირებას მომდევნო თვეში.

ვირუსის გამავრცელებელი მფრინავი მელიაა, რომლის ხორციც მიირთვა მოსახლეობამ. ამიტომ ყოველთვის რეკომენდაციას იძლევიან მივირთვად ღრმად შემწვარი ხორცი, ხოლო როდესაც საქმე ინფექციებს ეხება, უმჯობესია იკვებოთ მხოლოდ ბოსტნეულით.
ებოლას ერთ-ერთი მთავარი ფაქტია ის, რომ სიკვდილიანობის მაღალი 50-90% მაჩვენებლი გააჩნია, საფრთხე კი ძირითადად ეხება მათ, რომელთაც უკვე გადაიტანეს ეს დაავადება.

ადამიანებს შეუძლიათ ასევე გადასდონ ერთმანეთს ეს ვირუსი, თუ ვირუსმა შეაღწია მათ სისხლსა და სხვა სეკრეტებში. ხოლო როდესაც სიმპტომები ისპობა, მამაკაცს "სპერმის" საშუალებით მაინც შეუძლია ვირუსი გადასდოს სხვას 60 დღის განმავლობაში.

ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია კუნთების, თავის, ყელის ტკივილი, ისე როგორც ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპს ახასიათებს, შემდეგ კი იწყება გულისრევა, დიარეა, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, ზოგიერთის შემთხვევაში კი შიდა და გარე სისიხლდენა.

მიმდინარე ეპიდემიებს შორის ებოლა უმსხვილესია მედიცინის ისტორიაში. 2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით 1779 ადამიანი იყო დაინფიცირებული ებოლას ვირუსით, რომელთაგან 961 დაიღუპა.


3. მალარია.
მალარიის დამახასიათებელი სიმპტომებია ანემია, ცხელება, ციება, კომა და სიკვდილიც კი. მისი გამავრცელებელი კი კოღოა, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას დაეხმარება, თუმცა მისი განვითარება ხორციელდება მუდმივად.


4. ქოლერა.
ქოლერა სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება. ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გადაედო ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით.


5. ყვავილი.
ყვავილი ის უძველესი დაავადებაა, რომელიც გამოჩნდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე. იგი ყოველწლიურად კლავდა 400 000 ადამიანს. მისი დამახასიათებელი თვისებაა ჭრილობები კანზე. დაავადებას თან ახლავს ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის სწორედ, რომ ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს დაჰყო. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.


6. ესპანური გრიპი.
1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან- 1920 წლის ივნისამდე და საერთო ჯამში 20 100 მილიონი (ოცი მილიონ ასი ათასი) ადამიანი დაიღუპა მთელს მსოფლიოში. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია (H1N1), რაც იგივეა, რაც დღევანდელი ღორის გრიპი. მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებს, დასუსტებულებსა და ბავშვებში.


7. ყვითელი ცხელება.
ყვითელი ცხელების სიმპტომებია- შეკრულობა, ციება, ცხელება, ღებინება, გულის ნელი ცემა. დაავადება იწვევდა 30 000 ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. ყვითელი ცხელების ეპიდემია იყო ფილადელფიასა და პენსილვანიაში 1973 წელს. მხოლოდ ფილადელფიაში 10 000 ადამიანი დაიღუპა ერთ თვეში. შეშინებული მოსახლეობა და მათ შორის პრეზიდენტიც ქალაქიდან გაიქცნენ, თუმცა საბედნიეროდ ისევ აღდგა ქვეყნის ხელისუფლება. (სურათზე აღნიშნულია მაღალი საკარანტინო ყვითელი ცხელების მაგალითი).


8. ტუბერკულოზი.
ტუბერკულოზმა, როგორც ირკვევა ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში 19-ე საუკუნის ადრეულ ხანასა და 20 საუკუნეებში. 1815 წელს ყოველი მეოთხე ფატალური შემთხვევა ინგლისში დაკავშირებული იყო ტუბერკულოზთან. 1918 წელს კი ყოველი მეექვსე ფატალური შემთხვევა სწორედ ტუბერკულოზის მიზეზით ხდებოდა საფრანგეთში. 20-ე საუკუნისთვის კი ამ მიზეზით 100 მილიონზე ადამიანი დაიღუპა ჯამში. ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ტუბერკულოზი როგორც მოგეხსენებათ ფილტვის დაავადებაა, რომელსაც ახლავს ხველა, წონის დაქვეითება (კლება), ოფლიანობა, სისხლიანი ნერწყვი. ძვლის ნაშთები აჩვენებს, რომ ტუბის ჩხირი ჩვ.წ. აღ-მდე 7000 წლით ადრე გამოჩნდა. ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.


9. პოლიომიელიტი.
პოლიომიელიტი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ც.ნ.ს-სა (ცენტრალური ნერვული სისტემა) და ხერხემალზე. ამიტომ ხშირად, პილიოთი დაავადებულები პარალიზებულნი რჩებიან. სიმპტომები - თავის ტკივილი, კისრის, ზურგის და მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება და გაღიზიანება. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000 ბავშვი დარჩა პარალიზებული, ხოლო 3000 დაიღუპა. მას შემდეგ კი, რაც ვაქცინა შეიქმნა, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია. პოლიომიელიტი (პოლიოს - რუხი, მყელოს - ზურგის ტვინი; სინონიმები: ბავშვთა მწვავე თავ-ზურგტვინის დამბლა, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ჰეინე-მედინის დაავადება) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე - ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები.
პოლიომიელიტის გამომწვევი (პოლიოვირუს ჰომინის) ეკუთვნის ენტეროვირუსების გვარს, პიკორნავირუსების ოჯახს.

10. ბუბონის ჭირი.
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია- ლიმფური კვანძების გადიდება, კანის გაწითლება და შემდეგ გაშავება, მძიმე სუნთქვა, კიდურების ლპობა, სისხლის ღებინება და საშინელი ტკივილი. 1300 წლებში ევროპაში ყველაზე საშინელ პანდემად ითვლებოდა ეს დაავადება, რომელსაც 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მას "შავი სიკვდილი" შეარქვეს. დაავადების გამავრცელებელია ინფიცირებული რწყილი. დღეს შექმნილია ვაქცინა, რომელიც კურნავს შავ ჭირს, თუმცა გასულ საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო დაავადებათა შორის.
მთვლელები