ვარსკვლავთცვენის დანახვა დღეს არის შესაძლებელი
ვარსკვლავთცვენის დანახვა დღეს არის შესაძლებელი
მეტეორული წვიმა "პერსეიდი" 2017 წლის პიკს დღეს ღამით მიაღწევს და მის დანახვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

"ვარსკვლავთცვენა" ყოელწელიწადს ივლისიდან აგვისტოში ხდება. ამ პერიოდში დედამიწა ჩაუვლის ნამსხვრევებს, რომლებიც კომეტა Swift-Tuttle-თან არიან დაკავშირებული. თავად კომეტა 133 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას, ხოლო მისი ნამსხვრევები და მტვერი დედამიწას ყოველ წელს ხვდებიან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მისი დანახვა რთული იქნება რადგან მთვარის ზომა 3/4-ით სავსე იქნება.

საქართველოს ცაზე ამ მოვლენის დანახვას ღამის 2 საათისთვის შეძლებთ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები