ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში
ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში
ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში.

ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას. 1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ,
ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი
ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განხორციელებული ტერაქტად შერაცხული ბანკის ძარცვის თემას და გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ჩვენეული ვერსია.

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად,
სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი
ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა.

თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა. 1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის "ბაკინსკი პრო­ლეტარის"­ პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი "სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში­ (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის
ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები