5 პრობლემა თუ როგორ განიცდის ადამიანის სხეული შეყვარებულთან დაშორებას
5  პრობლემა  თუ  როგორ  განიცდის  ადამიანის  სხეული  შეყვარებულთან  დაშორებას
ჯანმრთელობის უცაბედი გაუარესება შესაძლოა გამოიწვიოს დაშორებამ. წყვილის დაშორების შემდეგ ემოციური სტრესი მნიშვნელოვნად აისახება ჯანმრთელობაზე.

მღელვარება და ძილის პრობლემები

წყვილის ერთმანეთთან კონტაქტის შეწყვეტის გამო სტრესსა და მღელვარებაში არიან. სტრესი კი უძილობას იწვევს.

ტკივილი გულ-მკერდის არეში

კვლევებმა აჩვენეს, რომ დაშორების შემდეგ ადამიანები ნერვულ სიგნალებს იღებენ, რომელიც ფიზიკურ ტიკივილს უტოლდება.

კანის პრობლემები

ჰორმონის გააქტიურების გამო დაშორების შემდგომი დეპრესიის დროს, ადამიანის კანის მდგომარეობა უარესდება. ჰორმონების გააქტიურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აკნე და თმის ცვენა.

კუნთების ტიკივილი

სტრესის დროს, ხშირია სპაზმები კუნთების არეში, რაც სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილს იწვევს.

მადის დაკარგვა და წონის მატება

დაშორების შემდეგ ხშირია მადის დაკარგვა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, სტრესმა წონაში მატება გამოიწვიოს.

სტრესის დროს, ადამიანები ნაკლებ აქტიური ხდებიან, აწუხებთ უძილობა, რაც ასოცირდება წონის მატებასთან.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები