თბილისის 3 შენობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ
თბილისის 3 შენობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ
თბილისი თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, რაც სხვადასხვა კულტურის შერწყმის შედეგია. მიუხედევად ქალაქის პატარა მასშტაბებისა, ის ერთდროულად ახალ და ძველ შენობებს მოიცავს. თუმცა, ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება.

თბილისის მარგალიტი
აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიპყროს ულამაზესმა ძველებურმა სახლმა და მისმა საუცხოო ჩუქურთმებმა. სიძველის მიუხედავად, სახლს არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა. საკმარისია ზღურბლს გადააბიჯოთ და მის სადარბაზოში შეიხედოთ და სრულიად განსხავავებულ, აქამდე უცნობ, სამყაროში აღმოჩნდებით.


სახლი მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. ერასტი ჭავჭანაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა გერმანლი ვაჭრის გალანტერეაში დაიწყო მუშაობა. ბიჭუნამ იმდენად შეაყვარა თავი მაღაზიის მფლობელს, რომ გერმაანიაში, ლაიფციგში გაუშვა სასწავლებლად.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები