ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ისევ ყვითელი პრესა ისევ აალაპარაკა...
ანჯელინა  ჯოლის  ჯანმრთელობის  მდგომარეობამ ისევ  ყვითელი  პრესა  ისევ  აალაპარაკა...
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

როგორც მსახიობი გამოცემა Vanity Fair-თან ინტერვიუში თავად ყვება, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მას ჰიპერტონია აღენიშნებოდა და ექიმებმა სახის ნერვის დამბლის
დიაგნოზი დაუსვეს.



„ხშირად ხდება ისე, რომ მეოჯახე ქალი საკუთარ თავზე არ ფიქრობს, რაც ჯანმრთელობაზე აისახება“, - ამბობს ანჯელინა ჯოლი.

მსახიობი აცხადებს, რომ დამბლის გამო, მას სახის ნახევარი პარალიზებული ჰქონდა და დაავადება ნემსების თერაპიით დაამარცხა. მისივე თქმით, ახლა ის სრულად აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას და ჯანმრთელობასაც.



42 წლის ჯოლიმ ამავე ინტერვიუში პირველად ისაუბრა ბრედ პიტთან დაშორების გადაწყვეტილებამდე მათ შორის არსებულ უთანხმოებებზე. „ეს ძალიან რთული დრო იყო, ორივეს გვჭირდებოდა მეტი ჟანგბადი“, - ყვება მსახიობი.



როგორც ჰოლივუდის მსახიობი ამბობს, ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, რეაბილიტაციაში მას საოჯახო საქმეები და ბავშვებზე ზრუნვა დაეხმარა.



ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ. წყვილს ექვსი საერთო შვილი ჰყავს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები