ამ ქართველ ბიჭს ბოლო ზარზე ამერიკიდან დედამ წერილი მოსწერა...
ამ ქართველ ბიჭს ბოლო ზარზე ამერიკიდან დედამ წერილი მოსწერა...
ეს წერილი ჟურნალისტმა დარეჯან ფერაძემ ფეისბუქის მეშვეობით მისწერა შვილს:

"წერილი თედოს...
ათიათასობით კილომეტრი გვაცილებს ერთმანეთს, მაგრამ დედაშვილობის სიყვარულის მადლი ათბობს გზას ბაღდათსა და ნიუ-იორკს შორის. ბოლო ზარი დაირეკა დღეს ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში, რომლითაც მთავრდება შენი ბავშვობის წლები. თუმცა ჩვენ ხომ
ვიცით, რომ ბავშვობას 8 წლის წინ დაემშვიდობე, როცა დედა ემიგრანტი გახდა, როცა დამოუკიდებლად, უკვე "ემიგრანტი დედას შვილის'' სტატუსით შეუდექი ნაადრევად დავაჟკაცების გზას...
ვიცი, დღეს ყველაზე მეტად გინდოდა, დედა შენს გვერდით ყოფილიყო და შენთან ერთად ეზეიმა. სამყაროში არ მოიძებნება მეორე, ვისაც ჩემზე მეტად ენდომებოდა ახლა შენთან ჩახუტება, მაგრამ სურვილები და შესაძლებლობები ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მეც ვზივარ კომპიუტერთან, სკაიპით ვუყურებ თქვენს საზეიმო კონცერტს, ვუსმენ თქვენს ხმებს, გათვალიერებთ და ვცდილობ გამოვიცნო, ვინ ვინ არის... როგორ დაზრდილხართ, დაფრთიანებულხართ... ნომინაციაში ,,ყველგან და ყოველთვის'' კონკურენტი ვერ მოგიძებნეს, ყველგან შენ იყავი... და როცა შენი ცხოვრების ახალ ბილიკებს გაუყვები, მინდა, რომ კაცობისა და ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის, უფალთან ვალმოხდილობის ნომინაციაშიც ასევე შეუცვლელი იყო სიცოცხლის ბოლომდე...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები