“მე დასამალი არაფერი მაქვს!”-დევს თუ არა “ციანიდის საქმეში” ინტიმური მასალა
“მე დასამალი არაფერი მაქვს!”-დევს თუ არა “ციანიდის საქმეში” ინტიმური მასალა
„ციანიდის საქმის“ პროკურორი ჯარჯი წიკლაური უარყოფს, რომ საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეო დევს. მან განაცხადა, რომ ადვოკატებმა არაერთხელ დაამახინჯეს მათი შუამდგომლობა.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები ტირაჟირებენ სიცრუეს, თითქოს ჩვენ ინტიმური ვიდეომასალით ვაშანტაჟებთ ბრალდებულს. ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების. ადვოკატების მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება იმისა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეოებით ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეს, ეტყობა, არის მათი
სტრატეგია, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ დარბაზსა ან ჟურნალისტებზე, რათა თქვენ არასწორად გააშუქოთ პროცესი”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დღევანდელ პროცესზე საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ „ციანიდის საქმეში“ დევს ინტიმური ვიდეომასალა.

თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს. დეკანოზი გიორგი მამალაძე პროცესზე

დაეთანხმა ადვოკატების შუამდგომლობას, საქმის არსებითი განხილვა ღიად და საჯაროდ წარიმართოს. „ვეთანხმები ადვოკატებს. დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“, – აღნიშნა მამა გიორგი მამალაძემ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები