ევროპელმა ექიმებმა განგაში ატეხეს!
ევროპელმა  ექიმებმა  განგაში  ატეხეს!
ევროპის ექიმები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს მზარდი ტენდენციის მიმართ, უფრო და უფრო მეტი მშობელი ამბობს უარს ბავშვის აცრაზე.
სოციალურ ქსელებში პოპულარული ხდება ისეთი ისტორიები, როგორიცაა მაგალითად“ერთი გოგონა აცრეს და აუტიზმი განუვითარდა" და სხვ.
აცრასა და აუტიზმს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს, სამაგიეროდ
პირდაპირი კავშირია წითურასა და აუტიზმს შორის. წითურას სხვა გართულებებია: სიყრუე, პნევმონია, გულის დაავადებები, თავის ტვინის დაზიანება.
ამასთან, ამ გართულებებმა შესაძლოა მოგვიანებით იჩინონ თავი.
მშობლები, უჯერებენ რა ასეთ ისტორიებს აცრით გამოწვეულ აუტიზმზე, ისტერიკას ტეხენ და უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე და ამით განაჩენი გამოაქვთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ბავშვისთვისაც.
აცრა ტარდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი ავად არ გახდეს.ის ბარიერს უქმნის დაავადების გავრცელებასაც. შესაძლოა ავად არ იყოთ, მაგრამ დაავადების მატარებელი იყოთ.
ეპიდემიის საფრთხე რომ თავიდან ავირიდოთ, საჭიროა ბავშვების 95% იყოს აცრილი, მაშინ აუცრელი 5% აღარ დაავადდება.
ზოგჯერ ექიმები, იმუნიტეტის გათვალისწინებით, აცრას უკრძალავენ. ასეთი ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან მაშინ, თუ სხვა ჯანმრთელი ბავშვები აიცრებიან.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები