როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა შრილანკაზე 460 დოლარად?
როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა შრილანკაზე 460 დოლარად?
ძალა ერთობაშია – ასე იწყება ყველა ჯგუფური ტური.2

როცა თვალი მოვკარი ყატარის აქციას, რომელიც სულ რაღაც მომდევნო 1 კვირა გრძელდებოდა, თან 3 კაციანი შენაძენის შემთხვევაში აკლებდა 30 პროცენტს, პირველი ნაბიჯი – სტატუსის გამოქვეყნება და ხალხის შეგროვება იყო.

მე, ჩემი შეყვარებული, რამდენიმე ძველი, რამდენიმე ახალი მეგობარი და ათამდე უცნობი ადამიანი, ასე შევგროვდით 18 ადამიანი და რაოდენობით გაამბიციურებულებმა, ტურისტულს დამატებითი, ჯგუფური ტურის ფასი მოვთხოვეთ.


350 დოლარი გამოვიდა, რაც შრილანკასთვის ძალიან იაფია და რაც მთავარია ყატარით! სადაც თავს მეფედ გრძნობ, სადაც პლედს თავისი ხელით გაფარებენ და საკვები კარგი რესტორნების მენიუს არ ჩამოუვარდება… თან უკანა გზაზე, დოჰაში გასვლის პირობით.

რაოდენობის მუღამი მხოლოდ ეს არ არის:

აქ შეგიძლია გაიცნო ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი, გაიცნო აეროპორტში და დაბრუნდეთ ახლო მეგობრები
გადაგხდეს უამრავი თავგადასავალი
გადაინაწილოთ ფუნქციები: ერთი კამერაზე იზრუნებს, მეორე სასტუმროებს დაძებნის, მესამე ვიზის ამბებს გაარკვევს, მეოთხე სანახაობებს მოიძიებს და ასე, ყველას დრო იზოგება
იყოფთ თანხებს ექსკურსიებისას, ტაქსის თანხასაც იშეარებთ, სასტუმროც…5
ვიპოვეთ ულამაზესი, ზღაპრული სახლი, სადაც რაოდენობიდან გამომდინარე არც მეტი, არც ნაკლები 70 ევრო დაგვიჯდა კაცზე, მთელი 5 ღამე! ვიზა 40 დოლარი და ასე გამოვიდა ტურის ღირებულება 350+40+70=460 დოლარი.

ნუ ამას ჯიბის ფული დაუმატეთ 120 დოლარამდე და ეგაა. კვება ძალიან იაფია, 1 დოლარად 1 კგ მანგოს, ბანანს, ანანასს და სხვა უგემრიელეს, ეგზოტიკურ ხილს იყიდი, ჩვენს უსაყვარლეს პინაკოტასაც.

ტუკტუკის მძღოლებს უნდა ევაჭრო და ისე გადააგდგილდებით, რომ შიდა გზები 2 დოლარამდე დაგიჯდებათ ადამიანზე.

ადგილებიდან აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი მირისა ბიჩზე. უნავატუნაც ლამაზია
ჰიკადუვაც უნდა ნახოთ, ძალიან ლამაზია
ერთი დღე სიგირიაზე ექსკურსიას დაუთმეთ, გზად სპილოების ულამაზეს სამყოფელს ნახავთ და ზედ შემოჯდებით კიდეც, ბუდას ტაძრებს, ბოტანიკურ ბაღს, რაოდენობამ აქაც იმუშავა და მთელი ექსკურსია 25 დოლარი დაგვიჯდა.
გაისეირნეთ ტბაზე ნავებით, ადით კუნძულებზე და აბორიგენების მიერ მომზადებული, იქვე დაკრეფილი
დარიჩინის ჩაიც მიირთვით, ეს მგონი 10 დოლარამდე დაჯდა.
სასმელი აქედან წაიღეთ, იქ დიდი არჩევანი ვერ დაგხვდებათ
და კიდევ, ბევრი, ბევრი მეგობრული და ცნობისმოყვარე მაიმუნი!

მომსახურება საშინელია, სისუფთავითაც ვერ დაიკვეხნის შრილანკა, თუმცა ეგზოტიკა, პალმები, ოქროს ქვიშიანი პლიაჟები და სხვა ღირშესანიშნაობები ძალიან მოგხიბლავთ.

ჩვენი გართობა მაინც სულ სხვა იყო: ღამეების გათენება, 7 კაციან სახლში მერვეს შემოპარების სათავგადასავლო მცდელობა, მოახლეები, რომლებიც მოგვამაგრა სახლმა, თამაშები სანაპიროზე, ერთი გაწვიმება და მისი მადლი, სახლი მომზადებული საკვები, გადაადგილება ტუკტუკებით, კომუნიკაცია ადგილობრივებთან, დაუსრულებელი ფოტოსესიები, შოფინგი კოლომბოში და რავიცი კიდევ. ხალხში კიდევ ერთხელ, ძალიან გამიმართლა, ან მე ვარ პროფესიონალი სწორი თანამგზავრების შერჩევაში )))

თუ ამდენი „ჩალიჩის“ ნერვები უბრალოდ არ გაქვთ, ან ძვირი გადაიხადეთ, ან დამელოდეთ, მომდევნო სტატუსიც მალე დაიდება, სადაც დიდი სიამოვნებით შემოვიერთებთ საინტერესო ადამიანებს.

ჰოდა, იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ და ბედნიერად იმოგზაურებთ დაუვიწყარ და ულამაზეს, შრილანკურ სამოთხეში!



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები