კიბოთი დაავადებული 10 წლის გოგონას მშობლები უკვე მის დაკრძალვაზე ფიქრობდნენ, როცა მოულოდნელად თვალები გაახილა და თქვა…
კიბოთი დაავადებული 10 წლის გოგონას მშობლები უკვე მის დაკრძალვაზე ფიქრობდნენ, როცა მოულოდნელად თვალები გაახილა და თქვა…
პატარა გოგონა ები ფურკო ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როცა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მათი თქმით მისი გამოჯანმრთელების შანსი მხოლოდ 20% იყო.
მომდევნო 6 წლის მანძილზე ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონას ეცოცხლა.
ამ დროის მანძილზე მას ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, ასევე ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსი და სხივური თერაპია.
მშობლებმა ასევე თანხმობა მისცეს ექიმებს, რომ გამოეყენებინათ ნარკოტიკით მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი.
“ყოველდღე ჩვენ ვუყურებდით ჩვენი შვილის ბრძოლას სიცოცხლისთვის, ვცდილობიდით მისთვის მაქსიმალური სითბო და სიყვარული გვეჩუქებინა, რადგან ვიცოდით, რომ ნებირმიერ მომენტში, შეიძლებოდა ხელიდან გამოგვცლოდა. იყო მომენტები, როცა იმედი სრულიად გვეწურებოდა და მხოლოდ ღმერთს ვიყავით მინდობილი”-ამბობს ების დედა.
2013 წლის ოქტომბერში რაღაც იმედი გაჩნდა, ების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, იგი მივიდა სკოლაში, თამაშობდა თანატოლებთან ერთად.
მაგრამ ორი წლის შემდეგ სიმსივნე ისევ გააქტიურდა და ამჯერად წინანდელზე აგრესიული იყო.
2015 წლის თებერვალში ების კიდევ ერთი ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ექიმებმა 15 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ დონორის ძვლის ტვინი ების ორგანოებს უტევდა.
მომდევნო თვეში ების თირკმელების პრობლემები
დაეწყო, ექიმების თქმით თუკი მას დიალეზის მიცემას შეუწყვეტდნენ, მხოლოდ 48 საათი იცოცხლებდა.
“ექიმებმა გვითხრეს, რომ ებისთან გამომშვიდობების დრო იყო, ების გაღვიძებას მხოლოდ ერთი საათით შეძლებდნენ, რადგან მასთან დამშვიდობება მოგვესწრო, ყველა ოჯახის წევრი მოემზადა, რომ გოგონას უკანასკნელად მოჰფერებოდნენ, დაკრძალვის ორგანიზაბაზე ფიქრი დავიწყეთ.”
ამ დროს კი სასწაული მოხდა, გოგონამ გაიღვიძა და საუბარი დაიწყო!
გოგონამ რამდენიმე სიტყვა ჩურჩულით წარმოსთქვა: “მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიცოცხლო”
ებიმ ძალიან სწრაფად შეძლო ფეხზე დადგომა და სიარული, დროთა განმავლობაში მისმა ორგანიზმა გაძლიერება დაიწყო.
ექიმებმა ამ მოვლებას ახსნა ვერ მოუძებნეს. ების ოჯახი უსაზღვროდ ბედნიერი იყო.
ები დღესაც გადის მკურნალობის კურსს, ექიმებმა კვლვ არ იციან რა იქნება მომავალში, მაგრამ გოგონა სასწაული წყალობით ცხოვრებას აგრძელებს, მისი ოჯახი კი მისი სიცოცხლით ხარობს!



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები