"ვნახე და წავიკითხე ეს 17 მაისის ამბები და რაღაც მინდა ვთქვა"
"ვნახე და წავიკითხე ეს 17 მაისის ამბები და რაღაც მინდა ვთქვა"
ნახეთ რას წერს აკა სინჯიკაშვილი 17 მაისის სტატუსებთან და კომენტარებტან დაკავშირებით:

ვნახე და წავიკითხე ეს 17 მაისის ამბები და რაღაც მინდა ვთქვა -
ოჯახის სიწმინდე და ქალის ღირსება ყოველდღე ასჯერ მაინც ილახება ამ ქვეყანაში და ამას ის ფერადი დროშა ნაღდად არ შვრება …
"პიდარასტების" საცემად წასულები, ასზე მეტ ღირსებააყრილ ქალს გაუვლით გვერდით. მიტოვებულ და დამცირებულ ცოლებს, დედებს, შვილებს, დებს და ბებიებს. ყველას რომ გაუჩერდეთ, ფული თუ არ გაქვთ, ტკბილი სიტყვა უთხრათ, გზაზე გადასვლაში მოეხმაროთ, წყალი მოუტანოთ, ფეხსაცმელი უშოვოთ; აღარც გექნებათ ძალადობისთვის დრო, ბავშვებს მაგალითს მისცემთ და ქვეყანა წინ წაიწევა საქმე თუ ვერ იპოვოთ, მითხარით და მე მიგასწავლით
არადა ურტყით ერთმანეთს გიჟებივით მთელი დღე ქუჩაში, პარლამენტში, აქციებზე, ან იწუწუნეთ რომ ბანძი ქვეყანა ვართ …
ბანძი კი არა, მაგარი ქვეყანა ვიქნებით მალე აი ნახავთ


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები