ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გახსნილ პირველ ვოლიერში ის დათვი შეასახლეს, რომელიც სტიქიის დროს კონდიციონერზე იჯდა
ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გახსნილ პირველ ვოლიერში ის დათვი შეასახლეს, რომელიც სტიქიის დროს კონდიციონერზე იჯდა
თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე დღეს, პირველი ვოლიერი გაიხსნა, რომლის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან.

პირველ ვოლიერში ასევე, ის დათვი შეასახლეს, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს, მეორე სართულის ფანჯარაზე, კონდიციონერზე იჯდა.

ვოლიერის ფართობი ერთ ჰექტარზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის და დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.









FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები