დეკანოზი თამაზ ლომიძე: მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს
დეკანოზი თამაზ ლომიძე: მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს
"რუსთაველზე კი ნუ გაიჭრებით, ამ კაცს ჰკითხეთ, რა არის მისთვის ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე. სანამ სიწმინდემდე მივალთ, ჯერ ოჯახის გადარჩენაა საჭირო, რომ ოჯახმა ელემენტარული არსებობა, მეუღლემ მეუღლესთან და მშობელმა შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა შეძლოს. მსვლელობები და მარშები არ ჭირდება
ოჯახის სიწმინდეს, ამათთვის შრომა და დახმარებაა საჭირო". - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტში - "სა-17-მაისოდ" - და ჭიათურელი მუშის ვიდეოს აზიარებას, სადაც მუშა მისი და მის თანამშრომლების გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს:
"ოჯახის დღე თუ აღინიშნება, უნდა აღინიშნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გრანდიოზული საქველმოქმედო აქციებით ოჯახების დასახმარებლად ყველა სოფელში თუ დაბაში, ქალაქსა თუ რაიონში და ამის ორგანიზებას სახელმწიფოსთან ერთად პირველ რიგში ეკლესია უნდა აკეთებდეს. კარგი, ჩავიარეთ დღეს რუსთაველზე ხატებით, დროშებით და პარაკლისებით. შემდეგ? ხვალ რა ეშველება ამ გატანჯული კაცის ოჯახს? ემახსოვრება ის და მისი ოჯახი ვინმეს? ბოლომდე მოუსმინეთ, რას ამბობს ოჯახზე.
ევროპაში ოჯახის დღეები ჰქვია დღეებს, როცა გრანდიოზული ფასდაკლებები და შეღავათები ცხადდება სხვადასხვა პროდუქტებზე თუ სხვა მომსახურებაზე ოჯახებისთვის". - ვკითხულობთ დეკანოზის ფეისბუქ გვერდზე.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები