მიუხედავად დიდი სიყვარულისა ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს – პატრიარქი მეუღლეებს
მიუხედავად დიდი სიყვარულისა ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს – პატრიარქი მეუღლეებს
ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა.


”მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესი დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე ზედაპირული და ხორიცელ კავშირზე აგებული. თუ ურთიერთობა მიწიერი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება რა თქმა უნდა მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გახდება.

სულიერი ურთიერთობა კი მტკიცეა და ხანიერი. მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც. თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი ისეთი ერთობაა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშვერულად გასცემ შენს სიკეთეს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა,
ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე და შენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის მეფობა და დედოფლობა გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს”, – ბრძანა პატრიარქმა.


ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია წერილი გამოქვეყნდა. ურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.


“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უდნა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგონობას, ქცევას. თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ. (ძველ დროს საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული) თუმცა, ხანგრძლივი განშორება არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ”,-ნათქვამია პატრიარქის წერილში.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები