"კუმისელი მოჩვენების" საიდუმლო ამოხსნილია!"- რას წერს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი
"კუმისელი მოჩვენების" საიდუმლო ამოხსნილია!"- რას წერს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში „კუმისელი მოჩვენების“ შესახებ წერს:
"კუმისელი მოჩვენების" საიდუმლო ამოხსნილია! მის მიღმა ქართული მიწის გამყიდველები დგანან!!!

კუმისის მოსახლეობაში თავიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ იმ ადგილებიდან ხალხის აყრა იყო დაგეგმილი! მზაკვრული გეგმა: ხალხი ჯერ უნდა დაეშინებინათ და შემდეგ მათი სახლები ჩალის ფასად გამოესყიდათ! "მოჩვენებასთან" დაკავშირებით მითი შექმნეს, ვიღაც სპეცრაზმელებს ტანზე რეზინის სკაფანდრები გადააცვეს, სოფელ-სოფელ ასე არბენინეს და ხალხს გულები დაუხეთქეს..

მოსახლეობამ კერებიდან აყრა დაიწყო, დიდი რაოდენობით მიწა უცხოელებზე გასხვისდა, არაბული სოფელის მშენებლობა გრძელდება, ძალოვან ორგანოებს კი, დღემდე არ გამოუძიებიათ კუმისის მოვლენა და მის პარანორმალურობაზე ურცხვად საუბრობენ!

არადა ხალხის შეგნებულად დატერორებასთან გვაქვს საქმე, სადაც კონკრეტული დამნაშავეები არსებობებნ!!!

დაუნდობლად გავუსწორდეთ დამნაშავეებს! კანონის რისხვა დავატეხოთ მათ, მთელი სიმკაცრით!

ხალხის დამტერორებლები და ქართული მიწის გამყიდველები - ციხეში!“- წერს ზაზა დავითაია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები