იაპონიის პრინცესა სიყვარულის გამო, საიმპერატორო ოჯახის ტიტულზე უარს ამბობს
იაპონიის პრინცესა სიყვარულის გამო, საიმპერატორო ოჯახის ტიტულზე უარს ამბობს
იაპონიის იმპერატორის 25 წლის ქალიშვილი, პრინცესა მაკო აკისინო საიმპერატორო ტიტულზე უარს ჩვეულებრივი ოჯახის შვილის გამო ამბობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის წევრს ქორწინება მხოლოდ დიდგვაროვანზე შეუძლია, თუმცა მაკოს რჩეული, მისივე თანაკურსელი კეი კომურო საშუალო ფენის წარმომადგენელი.

კეი და მაკო ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ერთმანეთი კი შემთხვევით, რესტორანში გაიცნეს.

იაპონური მედიის ინფორმაციით, მაკომ საქმრო ოჯახის წევრებს უკვე გააცნო. საიმპერატორო ოჯახმა სასიძო მოიწონა და ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა.

საიმპერატორო წესის თანახმად, მაკო საიმპერატორო ოჯახის ტიტულსა და პრინცესას წოდებას ქორწინების დღიდანვე დაკარგავს.

ტოკიოს ქრისტიანული უნივერსიტეტის გარდა, მაკო აკისინოს დუბლინსა და ედინბურგშიც აქვს განათლება მიღებული. ის ამჟამად ტოკიოს უნივერსიტეტის მუზეუმის ფილიალში, მეცნიერ-მუშაკად მუშაობს და კულტუროლოგიის დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები