"დაიჭირეს მასწავლებლებმა საცოდავები, შეღებეს, ათასი სისაძაგლე დააწებეს"- რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღში
"დაიჭირეს მასწავლებლებმა საცოდავები, შეღებეს, ათასი სისაძაგლე დააწებეს"- რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღში
თბილისში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით აღნიშნულ საბავშვო ბაღში მასწავლებლებმა ცოცხალი კუ დაიჭირეს შეღებეს, ზედ სხვადასხვა ნივთი დააწებეს და დეკორაციად აქციეს:

„მოკლედ, ჩემო კარგებო, ეს არის ცოცხალი კუ, რომელიც თავის პაწაწუნა შვილთან ერთად თავისდა სამწუხაროდ ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შებოდიალდა. დაიჭირეს მასწავლებლებმა საცოდავები, შეღებეს, ზედ ათასი სისაძაგლე დააწებეს, გამოაბეს თოკები და ბედნიერი სახით იღებენ სურათებს „გაპრანჭულ“ კუებთან ერთად. მერე გვიკვირს რატომ ახრჩობენ მოზარდები კატებს, აწამებენ ძაღლებს და ა.შ. რა მაგალითს აძლევენ ჩვენ შვილებს! ცხოველი სათამაშო არ არის. ეს ყველაფერი უბრალოდ ამაზრზენია და მეტი არაფერი. უნიჭო და უვიცი, გულცივი ადამიანების ნამოქმედარი. ისეთი აღშფოთებული ვარ, არ ვიცი რა ვქნა.“

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები