ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა...
ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...

ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ტიტიკო
(ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები