სკანდალი: ავრილ ლავინი მკვდარია და მის მაგივრად ორეული გამოდის
სკანდალი: ავრილ ლავინი მკვდარია და მის მაგივრად ორეული გამოდის
ავრილ ლავინის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ უკანასკნელი 13 წლის მანძილზე მათ ატყუებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ლავინი 2004 წელს, თავისი კარიერის პიკში გარდაიცვალა და ახლა მის მაგივრად ორეული ჩნდება. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

თეორიის თანახმად, ნამდვილმა ავრილმა თავი მოიკლა, რადგან წლების წინ უსაზღვრო პოპულარობას ვერ გაუძლო. პროდიუსერებმა კი, რომლებსაც შემოსავლის დაკარგვა არ სურდათ, გადაწყვიტეს ის ორეულით, მსახიობ მელისა ვანდელათი შეეცვალათ. თაყვანისმცემლები იხსენებენ 2002 წლის შემთხვევას, როდესაც კონცერტის წინ ავრილი ცუდად გახდა და სცენაზე მის მაგივრად ვანდელა გავიდა. იმ მომენტში მაყურებელმა ცვლილება ვერ შენიშნა.
ვარსკვლავის წარმომადგენელს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები