"თავისუფლებაზე" ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილია შეკრებილი
"თავისუფლებაზე" ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილია შეკრებილი
მართმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს, რის გამოც დღეს თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოეწყობა. "თავისუფლებაზე" სასულიერო პირები და საზოგადოების ნაწილი უკვე შეიკრიბა.
სასულიერო პირები ოჯახის ლოცვას კითხულობენ.

13:00 საათზე კი, მსვლელობა დაიწყება "ვარდების მოედნიდან" და სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დასრულდება.

პარალელურად, ჰომოფობიის და ტრანსფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმცირესობების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

დაგეგმილი აქციის გამო, როგორც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

2012-2013 წლებში ლგბტ საზოგადოებსი მიერ დაგეგმილი აქციები მათ წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები