17 მაისობა საქართველოში და კვლავაც აქტუალური კითხვა: ყველა გაუნათლებელი ველურია?
17 მაისობა საქართველოში და კვლავაც აქტუალური კითხვა: ყველა გაუნათლებელი ველურია?
17 მაისს ახსენებ და უკვე ვნებები იშლება. არავინ იცის, რას აპირებენ ლბგტ-ები, არავინ იცის, რას ამზადებენ "ქართველობასგვართმევენი", ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩვენ "დანარჩენ" საზოგადოებას ეს დღე უბრალოდ გვახსოვს მთელი თავისი ავანტიურითა და აგრესიით. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს!

საზოგადოდ, წინააღმდეგი ვარ მოწოდებების, ვინმესთვის რაიმეს შეგონება, ვინმეს აღზრდა საჯაროდ ხომ, მით უმეტეს, განსაკუთრებით არ მიყვარს, რადიკალიზმიც მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს მოსაზრება, რომელსაც არსებობისთვის სულ მცირე მიზეზი მაინც არ გააჩნდეს; არ არსებობს მდგომარეობა, რისი მცირედით გამართლებაც
კი არ შეიძლება.
თუმცა მინდა, ამ ქვეყანაში დადგეს დღე, როცა ვიღაცის - ლგბტ იქნება ეს თუ საზოგადოების სხვა ნაწილი - მოქმედებაში ეს გამამართლებელი მიზეზები აღმოსაჩენი აღარ გვქონდეს, შეგვეძლოს განსხვავებულის პატივისცემა და უბრალოდ სხვის ცხოვრებაში არ ჩავერიოთ. ამასთანვე, აქვე აღვნიშნავ, რომ ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ მოვლენებზე საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრი, შეხედულება, მოსაზრება და დამოკიდებულება გვქონდეს.

კარგი ის იქნებოდა, ქართველები ერთ რამეზე დავფიქრებულიყავით: საკუთრ თავში ზნეობრივი გმირის გამოზრდა გაცილებით რთულია, ვიდრე მთელი ერისთვის ამ ზნეობის მქადაგებლობა. არადა, სულ პირიქითაა. აი, რამე ცუდი თუ ხდება ჩვენ თავს, მაშინვე მოვისმენ ხოლემ დასკვნას: ეს იმიტომ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი, არ გვიყვარს უფალი, ვცოდავთ. შეიძლება ესეც მართალია, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა: სიყვარულის მჯერა, მაგრამ მომკალით და კოლექტიური სიყვარულის არ მწამს, არც ვიცი, როგორია და არც ვაპირებ მის აღმოჩენას. არადა, გამოვლენ მორალისტები და მომიწოდებენ, მავალდებულებენ: გიყვარდეს მოყვასი შენიო! ღმერთმა, მოყვასი და არა ყველაო! (მოყვასის მნიშვნელობა ვიცი). რაც განსაკუთრებით საოცარია, იგივეს მიქადაგებენ ადამიანის უფლებადამცველები, კონკრეტულად ჰომოფობიასთან მებრძოლებიც.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები