სეისმოლოგების პროგნოზით, საქართველოში მაგნიტუდით 7 მიწისძვრის ალბათობა არსებობს
სეისმოლოგების პროგნოზით, საქართველოში მაგნიტუდით 7 მიწისძვრის ალბათობა არსებობს
გრძელვადიანი პროგნოზით, რომელიც 50 წელს მოიცავს, საქართველოში მაგნიტუდით 7 მიწისძვრის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ "პირველს" ილიაუნის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ესაუბრა.
თეა გოდოლაძის თქმით, სტატისტიკურად საქართველოში მიწისძვრების რაოდენობ არ გახშირებულა.


"ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც თან ახლავს იმ ტექტონიკურ აგებულებას, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ასე რომ, სეისმურად აქტიურ რეგიონში ვართ. მიწისძვრები ჩვენთან იყო და კიდევაც იქნება იგივე სტატისტიკით, რაც დღემდე იყო", - განაცხადა სეისმოლოგმა.

მისივე განმარტებით, კონკრეტულად საქართველოს რომელი რეგიონია სეისმურად აქტიური, რთული სათქმელია.

"მთლიანად, ჩვენ ვიმყოფებით არაბეთის ფილაქნისა და ევრაზიის ფილაქნების შეჯახების
ზოლში. ეს ზოლი თავისთავად აქტიურია სეისმურად და რომელი უბანი როდის გამწვავდება, არავინ იცის", - აღნიშნა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძის განცხადებით, მიწისძვრის პროგნოზი გადაუჭრელი საკითხია, თუმცა გარკვეული ალბათობით შესაძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.

"ჩვენ, სეისმოლოგები ვაკეთებთ გრძელვადიან პროგნოზს, ანუ ვაფასებთ საფრთხეს და ამის ფარგლებში ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ გარკვეული ალბათობით, ამა და ამ სიზუსტის ფარგლებში, შესაძლებელია მოხდეს ამ კლასის მაგნიტუდა. ჩვენ, მაგალითად, ვამბობთ, რომ საქართველოში შესაძლებელია მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა დაახლოებით 7–ს აჭარბებს. აქედან გამომდიბნარე, სახელმწიფო მზად უნდა იყოს", - განმარტა სეისმოლოგმა.

საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში თითქმის ყოველ მეორე დღეს ხდება მიწისძვრები, რომლებიც ნგრევასა და მსხვერპლს არ იწვევს. მხოლოდ მიმდინარე თვეში საქართველოში მიწისძვრა 3–ჯერ დაფიქსირდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები