დიქტატორის ახალი ახირება: ჩრდილო კორეაში ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელები გაიზრდებიან?
დიქტატორის ახალი ახირება: ჩრდილო კორეაში ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელები გაიზრდებიან?
დიქტატორმა კიმ ჯონგ უნმა პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარს რათა ჩრდილო კორეაში ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელები გაიზარდონ.
დიქტატორმა პრიორიტეტებს შორის ფეხბურთის განვითარება წინა პლანზე წამოსწია. ჩრდილო კორეა ფიფას რეიტინგში 126 პოზიციაზე იმყოფება. როგორც ჩანს დიქტატორს ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელი პოზიცია დიდად არ ხიბლავს.

Marca იტყობინება, რომ ჩრდილო კორეის დიქტატორმა ამბიციური გადაწყვეტილება მიიღო. კიმ ჯონგ უნს სურს, რომ მისი ქვეყნის სახელით ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

დღეისათვის ჩრდილო კორეის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი კვანგ სონგ ჰანი არის. ახალგაზრდა კორეელი ფეხბურთელი იტალიის სერია ა-ს კლუბში თამაშობს.

ჩრდილო კორეელ ფეხბურთელსა და ლეო მესის შორის სხვაობა ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც მის ამჟამინდელ კლუბ "კალიარისა“ და "ბარსელონას“ შორის.

დრო გვიჩვენებს, რა შედეგით დასრულდება დიქტატორის მცდელობა და ვიხილავთ თუ არა ჩრდილო კორეელ ლეო მესის.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები