ინდოეთში გაუპატიურებული ქალი აგურით სცემეს და მოკლეს
ინდოეთში გაუპატიურებული ქალი აგურით სცემეს და მოკლეს
ინდოეთის შტატ ჰარიანაში გაუპატიურებულ ქალს მოძალადეებმა აგურით მას შემდეგ სცემეს, რაც ქალი პოლიციაში ჩივილით დაემუქრა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

მსხვერპლი 23 წლის იყო. პოლიციის ცნობით, თანასოფლელებთან ერთად ქალი სოფელთან ახლოს მდებარე ქალაქში მანქანით გაემგზავრა. სწორედ მაშინ გახდა ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი. სამართალდამცველების თქმით, ქალი მოძალადეებს პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, კვალის დასაფარად კი მოძალადეებმა ის აგურით ცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. გამოცემის ცნობით, მსხვერპლის დედა კიდევ 6 პირის დასჯას ითხოვს. ეს ადამიანების ბრალეულობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილის ოჯახს ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე პოლიციაში საჩივარი ჰქონდა შეტანილი და მას ქალისთვის დაქორწინების იძულებაში ადანაშაულებდნენ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები