გორელი გამომგონებლები - წყალსაქაჩად გადააკეთებული "ჟიგული" და მექანიკური თოხი (VIDEO)
მიხეილ და ლევან ქერდიყოშვილებმა "ჟიგულის"მარკის ავტომანქანა "სარწყავი სისტემად" გადააკეთეს და ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.
მანქანის მოტორის მუშაობის წყალობით აქაჩული წყალი დაახლოებით 300 მეტრ მანძილზე მდებარე მიწის ნაკვეთამდე მიჰყავთ. ამ მიწის ნაკვეთში კი, წვეთოვანი სისტემაა გაკეთებული.

ერთი თვის წინ, ქერიყოშვილებმა "წყალსაქაჩი" გამოსცადეს და ნაკვეთი მორწყეს. მათი თქმით, იდეამ გაამართლა.

სასახლკარე ნაკვეთის დასამუშავებლად კი, ახალი ხელსაწყოებიც გამოიგონეს. კერძოდ, ძველი რკინის ნივთებით მექანიკური სათოხნი საშუალებები შექმნეს.

რკინის ძველი მასალებისგან შექმნილი სათოხნი საშუალება. ქერდიყოშვილები საკარმიდამო ნაკვეთს ამ ხელსაწყოებით უვლიან.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები