რატომ იხატავენ ჯარისკაცები სახეს და რა დატვირთვა აქვს მას?
რატომ  იხატავენ  ჯარისკაცები  სახეს  და  რა  დატვირთვა  აქვს  მას?
ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც. სანამ ადამიანი გამართულ ლაპარაკს ისწავლიდა, საუბრისთვის ის ხელებს და სახის მიმიკას იყენებდა. ომში წასვლის წინ ჩვენი შორეული წინაპრები სახეზე სხვადასხვა ორნამენტებს იხატავდნენ. ამით ისინი საკუთარ სიმამაცეს და გამბედაობას გამოხატავდნენ.

საბრძოლო გაფერადებას ჯერ კიდევ ძველი კელტები იყენებდნენ. ამ მიზნისთვის ისინი ლურჯ ინდიგოს მოიხმარდნენ. მიღებულ სითხეს კელტები შიშველ სხეულზე ან მის ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზე ისვამნენ.

ახალზელანდიელი მაორის ტომის წარმომადგენლები სახის კანს პერმანენტული სიმეტრიული მოხატულობით ფარავდნენ, რომელსაც "ტა-მოკოს" ეძახდნენ. მაორის კულტურაში ასეთ ტატუს დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა. "ტა-მოკო" ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა. ის ამავდროულად პირველი "პერმანენტული კამუფლაჟის" როლსაც ასრულებდა. 1642 წელს აბელ ტასმანმა პირველმა მიაღწია ახალი ზელანდიის ნაპირებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღემდე შემორჩენილ მის დღიურებში ტატუირებულ სახიან ადამიანებზე არაფერია ნახსენები. 1769 წელს კუნძულებზე მეორე ექსპედიცია გაემგზავრა. ამჯერად ნატურალისტმა ჯოზეფ ბენკსმა ადგილობრივი აბორიგენების სახეებზე უჩვეულო ტატუების არსებობის შესახებ ჩანაწერები გააკეთა.

ინდიელებს სჯეროდათ, რომ მოხატულობა ბრძოლაში მათ მაგიურ ძალას ანიჭებდა. სხვადასხვა ფერთა გამა კი მათ უფრო მრისხანე და საშიშ პიროვნებებად აქცევდა. თანამედროვე ჯარისკაცების მსგავსად, რომლებიც სამხედრო სამსახურში მიღწევებისთვის ჯილდოვდებიან, მაორის ინდიელებს სახის მოხატვის უფლება მხოლოდ ბრძოლაში წარჩინების შემთხვევაში ჰქონდათ. ამიტომაც ყოველ სიმბოლოს საკუთარი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ხელის გული ხელჩართული ბრძოლის ოსტატობას ნიშნავდა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები