ირაკლი კობახიძემ "აუდიტორია 115" წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა
ირაკლი კობახიძემ "აუდიტორია 115" წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. სხდომის გადადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.
თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-საყოველთაო განხილვის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.

"აუდიტორია 115" წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. მათივე განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. ირაკლი კობახიძემ "აუდიტორია 115" წევრებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა.

"ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის, დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას", მიმართა კობახიძემ მათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში უკვე გაიმართა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები