„თანატოლის წამოძახებით გავიგე სიმართლე... შევხვდი გამჩენ დედას, არ ჩამეხუტა"
„თანატოლის წამოძახებით გავიგე სიმართლე... შევხვდი გამჩენ დედას, არ ჩამეხუტა"
ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი ფეისბუქზე დღევანდელი "პროფილის" შემდეგ საკუთარი ისტორიის შესახებ წერს:
„მეც თანატოლის წამოძახებით გავიგე სიმართლე. მას აღარც კი ემახსოვრება, როგორ მატკინა გული. მე კი ამ ტკივილით ვცხოვრობდი სანამ არ გავიზარდე და თავად არ ვკითხე ჩემს მშობლებს.
ნეტავ იცოდეთ როგორმა ხალხმა გამზარდა, ორმა ღვთისშვილმა. მადლობა დედა.სიმართლე უთხარით შვილებს, გთხოვთ! პროფილს ვუყურებ და ვბღავივარ. არავინ იცის, რამდენ ტკივილს იტევს, ჩემი გული და ჩემი ღიმილის უკან, რამხელა სევდა იმალება!...
მე შევხვდი ჩემს გამჩენ დედას, თუმცა კიდევ უფრო მეტკინა გული, რადგან არ ჩამეხუტა...როცა დადგება დღე და მე, პროფილში მოვყვები, ჩემს სევდიან ისტორიას, მთელ საქართველოს პირი ღია დარჩება, ხოლო სამ ადამიანს მაგრად გაუტყდება თავისი არსებობა! ყველაზე დიდი ტკივილი, როცა გტოვებენ, ისე რომ უკან არ იხედებიან. ორჯერ მიმატოვეს ცხოვრებაში და რატომ ავირჩიე მარტოობა? მხოლოდ იმის შიშით რომ კიდევ ვიღაცამ არ მიმატოვოს! ამას ყველა ვერ გაიგებს, მხოლოდ ისინი ვისაც გული მაგრად ეტკინათ. ზუსტად ვიცი, ის სამი ადამიანი აუცილებლად ინანებს, ჩემს მიტოვებას! თამუნა მუსერიძს- მაგარი გოგო ხარ, შენ და გულით გისურვებ ყოველივე კარგს!“

...
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-02-2018
"მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები