რაზე მეტყველებენ თქვენი თითები? -დაავადებებისკენ მიდრეკილება ფორმის მიხედვით
რაზე მეტყველებენ თქვენი თითები? -დაავადებებისკენ მიდრეკილება ფორმის მიხედვით
ქირომანტია - (ბერძნ. χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება) — წინასწარმეტყველების ერთ–ერთი ყველაზე უძველესი სისტემა. ქირომანტია ადამიანის ინდივიდუალური განსაკუთრებულობას, მისი ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავლს ხელის, ხელის თითების ფორმების და ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.

ჩვენ გთავაზობთ უბრალოდ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ შეიტყოთ უფრო მეტი თქვენს შესახებ, ახლობლებზე და უცხო ადამიანებზეც კი.

დახედეთ ზემოთ შემოთავაზებულ ფოტოს და აირჩიეთ თითი:

თითი A

თუ თქვენ ასეთი ფორმის თითი გაქვთ, მაშინ იდუმალებით მოცული პიროვნება ბრძანდებით. არ გიყვართ თქვენი გეგმებისა და ოცნებების შესახებ ყოველ ნაბიჯზე მოყოლა. ამ ინფორმაციას მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებს უმხელთ.

ასევე ძალიან დიდი გული გაქვთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თავგანწირვა. როგორც წესი, ასეთი თითების პატრონები არიან მართალნი, კეთილნი და რაც მთავარია, აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა!

თითი B

თქვენი თითების ფორმა ყველაზე მეტად ფოტოზე აღნიშნულ B ვარიანტს ჰგავს? დიდი ალბათობით, მომენტებში თქვენ არ ხართ დარწმუნებულნი საკუთარ თავში. მაგრამ თუ რაიმე სურვილი გაგიჩნდათ და მიზანი დაისახეთ, ვერაფერი შეგაჩერებთ.

თქვენ ცოტათი გიჭირთ ურთიერთობა უცნობებთან, სამაგიეროდ ახლობელ ადამიანებს შეგიძლიათ მთელი
თავისუფალი დრო მიუძღვნათ და ისინი ამასთანავე ძალზედ გაფასებენ და პატივს გცემენ.

ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, რომელიც ღირსეულად „გამოძვრება“ ნებისმიერი სიტუაციიდან. თქვენი სიმტკიცე კი მხოლოდ შესაშურია.

თითი C

თუ თქვენი თითის ფორმა ნახატზე აღნიშნულ C ვარიანტს ემთხვევა, მაშინ თქვენ სამყაროს ნამდვილი ანგელოზი ხართ - გამუდმებით ეხმარებით ადამიანებს. ასევე გახასიათებთ ემოციურობა და მსუბუქი ურთიერთობა გარშემომყფებთან, რაც თანამედროვე ეპოქაში ბევრისთვის შეუძლებელია.

თქვენ ხართ პირი „მენტალური ორგანიზაციიდან“, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გარშემო თითოეული ადამიანის ბედნიერება და კეთილდღეობა.

ასევე ხართ კარგი გემოვნებისა და გონებრივი შესაძლებლობების პატრონი!

თითების ფორმის მიხედვით ასევე შესაძლებელია დაავადებებისკენ მიდრეკილების გარკვევა:

თითების ფალანგები, რომლებსაც არასწორი ფორმა აქვთ ართროზის მანიშნებელია. ასეთი დეფორმაციები ხშირად პოდაგრის მატარებელ პაციენტებს ახასიათებთ.

თუ თითები გისივდებათ და გიშუპდებათ, ჩნდება სიწითლე - სავარაუდოდ პოლიართრიტი გაწუხებთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.

ტკივილის შეგრძნება საჩვენებელი და შუა თითის მეორე და მესამე ფალანგებს შორის, განიშნებთ დაავადების წარმოქმნის შესახებ მუხლის არეში.

ზედმეტად მოქნილი ან პირიქით, რთულად მოძრავი სახსრები, თითების კუნთების ტონუსის შემცირებისას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემურ მუშაობაზე მეტყველებს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები