ქართველი გოგოსთვის შეთავაზებული 15 წამიანი “ზასაობა” და ამის გამო ყველაფერზე წამსვლელი “ჩუკენი” ბიჭი
ქართველი გოგოსთვის შეთავაზებული 15 წამიანი “ზასაობა” და ამის გამო ყველაფერზე წამსვლელი “ჩუკენი” ბიჭი
ბიჭი, რომელიც ჩემზე “ჩაიციკლა” და თითქმის 10 წელია დამდევს, ჩემს სოფელში ცხოვრობს. ჩვეულებრივი უსაქმური, კაიფზე (და მას რომ ჰკითხოთ, ჩემზე) გადარეული და “უშანსო” ბიჭია (ესეც მისი თქმით), მაგრამ თავს მაინც ჩემს მომავლად მიიჩნევს და ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ უბრალოდ აკვიატებული ვყავარ…
“რა აკვიატება გოგო, ბავშვობიდან მიყვარხარ.”-ამას ისეთი დარწმუნებით ამბობს, ჩემს ადგილას სხვა ადვილად დაუჯერებდა.
თავიდან, როცა ქუჩაში დამინახავდა, გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავდა და იმის დასტურად, რომ “ვერ მამჩნევდა” ყურზე ტელეფონ მიდებული საკუთარ თავს ელაპარებოდა ხოლმე.
დროთა განმავლობაში შედარებით გათამამდა და ჩემი ნომრის გაგების დიდ ხნიან “ჩალიჩს” შეუდგა, მე რატომღაც მეგონა, რომ ამას ვერ მოახერხებდა, მაგრამ მწარედ შევცდი.
აი, ამ დღიდან დაიწყო ერთდროულად ათასი მესიჯის მოწერა, გაუთავებლად რეკვა და საკუთარი “კეთილი ზრახვების” ჩემთვის გაზიარება.
თავიდან, მეგობრობას მთავაზობდა, რადგან ხვდებოდა, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში ჩემი იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მოგვიანებით დაასკვნა, რომ ამას ვერ შეძლებდა, რადგან როგორც სასურველ ქალს ისე მიყურებდა და ბავშვობიდან ვუყვარდი.
ჩემი გულწრფელი რჩვისა და თხოვნის შემდეგ,
რომ თავისი გრძნობების ჩემთვის თავზე მოხვევას აზრი არ ჰქონდა და თავი დაენებებინა უფრო აქტიური გახდა და უკვე ფიზიკური კონტაქტის ამბიცია გაუჩნდა, რაც შეხვედრას და “მხოლოდ ერთ კოცნას” გულისხმობს.
ჩემმა უარმა აღაშფოთა და დაჯერება გაუჭირდა, როგორ ვეუბნები მისნაირ “მაგარ ტიპს” კოცნაზე უარს !
რაღაც პერიოდი ღრმად მწამდა, რომ ჩემი დევნით და მუდმივი უარის მიღებით მალე დაიღლებოდა, მაგრამ აქაც შევცდი.
საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა(თუ მივიყვანე), რომ ახლა უკვე “გადამწყვეტი” პირობა წამომიყენა: ან ვაკოცებ და სამუდამოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან, ან არ ვაკოცებ და ჩემს დევნას მთელი ცხოვრება გააგრძელებს.
ამ პირობას დაურთო ისიც, რომ ეს კოცნა 15 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს !
ხოდა, ახლა ვზივარ და ამ ყველაფერს ბლოგად ვწერ, არამგონია მან ოდესმე წაიკითხოს, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც სოციალური ქსელის მომხმარებელია და არც ინტერნეტს სწყალობს დიდად.
მის “აზროვნებაში არ ჯდება”.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები