პოლიციამ ძაღლი "ხულიგნობისა და ანტიპოლიციური განწყობისთვის დააკავა"
პოლიციამ ძაღლი "ხულიგნობისა და ანტიპოლიციური განწყობისთვის დააკავა"
ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ ჩიხუახუა "დააკავა," რომელსაც „ხულიგნობა და პოლიციელებზე თავდასხმა“ ედება ბრალად.
როგორც პოლიციის განყოფილების ფეისბუკვერდი იტყობინება, მათ ძაღლი ქუჩაში იპოვეს, რომელის სავარაუდოდ პატრონს გაექცა, ნაიჯელი დაარქვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

„ნაიჯელს ბურთით თამაში არ უნდოდა. ის გაბრაზებული იყო და ანტიპოლიციური განწყობით გამოირჩეოდა

გთხოვთ, გამოჩნდეს პატრონი. მიყვარს ჩემი თითები და მათ არ მოეწონებათ, თუ ის კიდევ ერთი ღამით დარჩება აქ. ამ წამს მას ჩემს ჟაკეტზე სძინავს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, უკან აღარ დამიბრუნებს.

სხვათაშორის, ამ ფოტოზე ის მძღოლის ადგილზე ზის. ჩემს ადგილზე. დიახ, მან ჩემი საკუთარი პოლიციის მანქანიდან გადასვლა მაიძულა!! " - ნათქვამია პოლიციელის პოსტში.

პოლიციის სახალისო პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მალევე გაირკვა, რომ ნაიჯელს პატრონმა მიაკითხა, რომლის ნამდვილი სახელი სიმბა აღმოჩნდა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები