„ბორუსიის“ ფეხბურთელების ავტობუსთან აფეთქების ორგანიზებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
„ბორუსიის“ ფეხბურთელების ავტობუსთან აფეთქების ორგანიზებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსთან 11 აპრილს მომხდარი აფეთქების სავარაუდო მომწყობი კაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel დღეს იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო განმხორციელებელი, 28 წლის სერგეი ვ., რომელსაც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს, ქალაქ ტიუბინგენის გარეუბანში ცხოვრობს. გამოძიების თანახმად, ის არ არის ექსტრემისტი და დანაშაული ანგარების საფუძველზე ჩაიდინა.

დაკავებამდე ეჭვმიტანილს სამართალდამცავები 1 კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. სავარაუდო დამნაშავის კვალზე ისინი ფინანსური სექტორის წარმომადგეენელმა გაიყვანა.

დანაშაულის ჩადენის მოტივად ფინანსური ინტერესი სახელდება. კერძოდ, ეჭვმიტანილმა სამომხმარებლო სესი აიღო და გუნდის სერტიფიკატები შეიძინა. მისი მიზანი იყო „ბორუსიის“ აქციების ვარდნა, რის ხარჯზეც შემდგომ პერიოდში სოლიდურ მოგებას ნახავდა ფინანსური ოპერაციებით.

გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსია“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაყავდა, დორტმუნდში, სამი აფეთქება მოხდა. აფეთქება „ბორუსია“–„მონაკოს“ მატჩის წინ მოხდა.

საფეხბურთო გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შესახვედრად გადაჰყავდა, აფეთქდა. ტრავმა მიიღო ფეხბურთელმა მარკ ბარტრამ, რომელიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები