სომხეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
სომხეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
haqqin.az-ის ინფორმაციით 2015 წლის 12 მაისს ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების 1227-ე სხდომა გაიმართა. სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" გარშემო ხმათა უმრავლესობით დადგენილება მიიღო.
მიღებული დოკუმენტის თანახმად რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ
რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გამოცხადებული იქნა უხეშ დარღვევად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სხდომამ დაადგინა, რომ ამ დოკუმენტებს იურიდიული ძალა არა აქვთ და წევრებმა რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება მოსთხოვეს.
გადაწყვეტილება მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მონიტორინგის შესვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიესალმება იმ ფაქტს, რომ წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონოტორინგს.
მიღებული დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს და ხელი არ შეუშალოს მონიტორინგის წევრებს მუსაობაში და დაიცვას მათი უსაფრთხოება.
ამ გადაწყვეტილების მისაღებად თანხმობა 43 ქვეყანამ გადაცხადა, მათ შორის აზერბაიჯანმაც. რუსეთი წინააღმდეგი წავიდა, სერბეთმა, შვეიცარიამ და სომხეთმა თავი შეიკავეს.
haqqin.az აცხადებს, რომ სომეხი პოლიტიკოსები პატივს არ სცემენ მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებს და კენჭისყრამ აჩვენა, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები