ეს სიმპტომები შეიძლება აღმოჩნდეს იმაზე საშიში ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ! 6 ნიშანი იმისა, რომ თრომბი გაქვთ!
ეს  სიმპტომები  შეიძლება  აღმოჩნდეს  იმაზე  საშიში  ვიდრე  თქვენ  წარმოგიდგენიათ!  6  ნიშანი  იმისა,  რომ  თრომბი  გაქვთ!
როგორც იცით, სისხლის კოლტების წარმოქმნა, ანუ თრომბი სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. სისხლის კოლტებს ხედავთ ჭრილობის, ნაკაწრის ან დაბეჟილობის დროს, მაგრამ ხანდახან მათი დანახვა შეუძლებელია და როცა ეს ხდება, საშინელებაა. ინფაქტის, ინსულტის, გულის შეტევის და სხვა სერიოზული პრობლემების მიზეზი ხშირად სწორედ თრომბია.

აი, როგორ უნდა გაიგოთ წინასწარ, რომ თქვენ ან თქვენი ახლობელი თრომბის საშიშროების წინაშე დგახართ:

1. რომელიმე კიდურის შეშუპება
როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ღრმა ვენის თრომბი უვითარდება. სისხლის მიწოდების მსგავსი შეფერხების გამო, სხეულის რომელიმე ნაწილი ზიანდება, შინაგან ორგანოებს კი საჭირო
რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება. ამიტომ შეშუპების დაიგნორება დაუშვებელია, განსაკუთრებით ფეხების.

2. ფეხების ტკივილი
თრომბის საერთო ნიშანი ფეხების ქვედა არეში ხშირი ტკივილი და ჩხვლეტაა. განსაკუთრებით საშიშია, თუ ამას თან ახლავს ხშირი კრუნჩხვები.

3. უცნაური, წითელი ზოლები კანზე
გახსოვდეთ! სილურჯე, თრომბის კიდევ ერთი ნიშანია. მაგრამ, თუ ვენების პარალელურად წითელ ზოლებს შენიშნავთ, ეს უბრალოდ ჩალურჯება არ არის და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

4. ჩასუნთქვისას ძლიერი ტკივილი გულის არეში
თუ ღრმა ჩასუნთქვისას გულის არეში ტკივილებს ან ჩხვლეტას უჩივით, შესაძლოა იმის ნიშანია, რომ სისხლის კოლტები ფილტვებში გროვდება. ეს ძალიან საშიშია და შეტევა ნებისმიერ დროს მოხდება, თუ ექიმს დაუყოვნებლივ არ მიმართავთ.

5. ქოშინი
საქმე 15 სართულზე ასვლის შემდგომ ქოშინს არ ეხება, არამედ უმიზეზოდ ქოშინს. შესაძლოა ფილტვის გარშემო სისხლის კოლტების წარმოქმნას მიანიშნებდეს. ჩვეულებრივ ეს უეცარი თავბრუსხვევითად ვლინდება.

6. აუხსნელი ხველა
თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გახველებთ, ხშირად უნდა მიაქციოთ ყურადღება გულის ცემისა და სუნთქვის რითმს.
როცა ხველას გულის არეში ტკივილი, უჩვეულო რითმი ან ქოშინი ახლავს თან, ექიმს უნდა გაესინჯოთ.

თრომბს სასიკვდილო შედეგი მოჰყვება. რისკზე ნუ წახვალთ და ექიმთან მისვლა "სისულელის" გამო ნუ მოგერიდებათ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები