ის რაც დღეს საღამოს არ უნდა გამოტოვო!
ის რაც დღეს საღამოს არ უნდა გამოტოვო!
დღეს საღამოს, იპოდრომზე, გაიმართება ივენთი, რომელსაც გართობისა და კლუბური ცხოვრების მოყვარული თბილისელები უკვე ერთი თვეა რაც მოუთმენლად ელიან.

მათი მოლოდინი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან KVARTALI-ს ორგანიზებით დღეს, თბილისში სამი მსოფლიო დონის ტექნო არტისტი დაუკრავს.
ლაინაფის მიხედვით, იპოდრომის კარი საღამოს 10 საათზე გაიხსნება.

warm up-ზე ქართველი დიჯეი გიო შენგელია დადგება.

მსმენელის პირველი „შეხურების“ შემდეგ სცენას ფრანგი ტექნო არტისტი Rodriguez jr. დაიკავებს, რომელიც ჩვეული ნოვატორული ჟღერადობით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ლაივს.

როდრიგესის შემდეგ, მსმენელის წინაშე წარსდგება საოცრად ქარიზმატული ტექნო „სთარის“ სატატუსის საპატიო მფლობელი, ირლანდიელი მუსიკოსი MATADOR, რომელსაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს.

შოუს კულმინაცია იქნება ტექნოს უხუცესის, 20 წლიანი გამოცდილების მქონე, ავტორიტეტული ესპანელი არტისტის PACO OSUNA-ს გამოსვლა, რომელიც მისთვის ჩვეული სინატიფით შეარჩევს ყოველ ბგერას ქართველი მსმენელისთვის და ეჭვგარეშეა, რომ საოცარ ლაივს შემოგვთავაზებს.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, დღეს საღამოს, იპოდრომზე იგეგმება, ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ორკაციანი საგზურის გათამაშება.

იღბლიანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი.
აქვე გეტყვით, 18 წლამდე ასაკის პირები ივენთზე არ დაიშვებიან, ყველა დანარჩენს კი ბილეთების შეძენა შეუძლია EVENTER.GE-ზე ან აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ WAKE UP-ში.


R
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები