ის რაც დღეს საღამოს არ უნდა გამოტოვო!
ის რაც დღეს საღამოს არ უნდა გამოტოვო!
დღეს საღამოს, იპოდრომზე, გაიმართება ივენთი, რომელსაც გართობისა და კლუბური ცხოვრების მოყვარული თბილისელები უკვე ერთი თვეა რაც მოუთმენლად ელიან.

მათი მოლოდინი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან KVARTALI-ს ორგანიზებით დღეს, თბილისში სამი მსოფლიო დონის ტექნო არტისტი დაუკრავს.
ლაინაფის მიხედვით, იპოდრომის კარი საღამოს 10 საათზე გაიხსნება.

warm up-ზე ქართველი დიჯეი გიო შენგელია დადგება.

მსმენელის პირველი „შეხურების“ შემდეგ სცენას ფრანგი ტექნო არტისტი Rodriguez jr. დაიკავებს, რომელიც ჩვეული ნოვატორული ჟღერადობით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ლაივს.

როდრიგესის შემდეგ, მსმენელის წინაშე წარსდგება საოცრად ქარიზმატული ტექნო „სთარის“ სატატუსის საპატიო მფლობელი, ირლანდიელი მუსიკოსი MATADOR, რომელსაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს.

შოუს კულმინაცია იქნება ტექნოს უხუცესის, 20 წლიანი გამოცდილების მქონე, ავტორიტეტული ესპანელი არტისტის PACO OSUNA-ს გამოსვლა, რომელიც მისთვის ჩვეული სინატიფით შეარჩევს ყოველ ბგერას ქართველი მსმენელისთვის და ეჭვგარეშეა, რომ საოცარ ლაივს შემოგვთავაზებს.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, დღეს საღამოს, იპოდრომზე იგეგმება, ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ორკაციანი საგზურის გათამაშება.

იღბლიანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი.
აქვე გეტყვით, 18 წლამდე ასაკის პირები ივენთზე არ დაიშვებიან, ყველა დანარჩენს კი ბილეთების შეძენა შეუძლია EVENTER.GE-ზე ან აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ WAKE UP-ში.


R
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-12-2017
პროფესია  დედა - ეს  ყველაზე  რთული  პროფესიაა,  მაგრამ  მიუხედავად  ამისა  ღირს  დედად  ყოფნა...
ეს  ყველაზე  კარგად  სემ  ჯესი  გრიფინმა  იცის,  რომელსაც  სახლში  მთელი  ამალა  ჰყავს  ბავშვების.  8  წლის  განმავლობაში  მან  5  შვილი  გააჩინა.





არის  ერთი  ადამიანი,  რომელიც  სემს  სიამოვნებით  ეხმარება,  ამას  პლუს  ის  სემს  თავის  კუმირად  თვლის - ეს  მისი  შუათანა  გოგონაა  ლეინი.



ამ  ყველაფრის დ ასამტკიცებლად  გოგონამ    გასულ  წელს  ჰელოუინზე  ძალიან  უცნაური  კოსტიუმი  შეარჩია.  როგორც  «ABC News»  იუწყება   7  წლის  გოგონამ  ჰელოუინზე  ლამაზი  პრინცესას  კაბის  ნაცვლად  დედის  ამპლუა  აირჩია  და  ბავშვმა  ეს  ფორმა  ჰელოუინისთვის  იდეალურ  კოსტიუმად  მიიჩნია.



მას  შემდეგ  რაც  სემის  მეგობარმა  ლეინის  ეს  ფოტოსურათი  ნახა  მან  აუცილებლად  ჩათვალა,  რომ  ამ  ყველაფრის  შესახებ  ფეისბუქზე  დაეწერა.



ლეინის  ფოტოსურათი  ძალიან  მალევე  პოპულარული  გახდა  სოციალურ  ქსელში.



მთვლელები