იუდას როლის შემსრულებელმა სცენაზე შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო
იუდას როლის შემსრულებელმა სცენაზე შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო
მექსიკაში, ქალაქ ტანკიტაროში სააღდგომო სპექტაკლი უბედური შემთხვევით დასრულდა.

იუდას როლის შემსრულებელმა, 23 წლის მსახიობმა სპექტაკლის მიმდინარეობისას, შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო.

როგორც დეილი მეილი იტყობინება, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სცენარის თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იუდა თავს ხეზე იხრჩობს.

მსახიობმა თავი ყულფში გაყო და თოკი ხეზე დაამაგრა, თუმცა პლატფორმამ, რომელზეც ის იდგა, მსახიობის წონას ვერ გაუძლო და ის ხეზე ჩამოეკიდა.

მსახიობებისა და მაყურებლების მცდელობის მიუხედვად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები