"იმაზე საშინელება არაფერია, როცა ხედავ შვილი ხელიდან როგორ გეცლება და ვერაფერს უკეთებ"
"იმაზე საშინელება არაფერია, როცა ხედავ შვილი ხელიდან როგორ გეცლება და ვერაფერს უკეთებ"
"ექიმებმა დიაგნოზად ღვიძლის ცეროზი დაადგინეს, ბიოფსიის გაკეთება გვირჩიეს... სხვა რა გზა გვქონდა? გავაკეთეთ ბიოფსია და პასუხისთვის გერმანიაში გადავაგზავნეთ. საკმაოდ მძიმედ გადაიტანა ბიოფსია. ამასობაში გერმანიიდანაც ჩამოგვივიდა პასუხი: გოგონას არც ცეროზი აქვს, არც სიმსივნე, შესაძლებელია, ეს იყოს პელიოზი - ღვიძლის დაავადებაო"

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" განცხადება გავრცელდა - 20 წლის გოგონასთვის უარყოფითი რეზუსის პირველი ჯგუფის სისხლს ეძებდნენ. ცხადია, განცხადება მეც გავიზიარე და ჩემმა მეგობრებმაც. მალევე იმავე გოგონას - მარიამ ჩაჩუას დახმარების თხოვნით მეორე განცხადება გააზიარეს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის მარიამს, რომელიც ახლაც ინგოროყვას კლინიკაში წევს და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, წელიწადზე მეტია, დიაგნოზს ვერ უდგენენ, არადა, მუცელი სითხით აქვს სავსე და მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ერთი სავარაუდო ვერსიით, მარიამ ჩაჩუას აქვს პელიოზი, ღვიძლის დაავადება. ინტერნეტში ამოვიკითხეთ, რომ პელიოზის ანუ ღვიძლის პურპურის არსებობისას ღვიძლში წარმოიქმნება "სისხლით სავსე ღრუები, რაც განპირობებულია სისხლძარღვების კედლის განვლადობის მომატებით, სისხლის უჯრედების მიგრაციით სინუსოიდებში ფიბროზის განვითარებით". თუმცა არც ეს დიაგნოზია ზუსტი, შესაბამისად, მას ვერანაირი მკურნალობა ვერ უტარდება. მარიამი სასწრაფოდ უცხოეთში გამოკვლევას საჭიროებს,
თუმცა ხელმოკლე ოჯახს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების თანადგომის იმედადაა დარჩენილი. მარიამ ჩაჩუას დედას - მზია წიქვაძეს კლინიკაში დავუკავშირდით და გოგონას მდგომარეობა მოვიკითხეთ.

მზია წიქვაძე:
- მარიამი ყოველთვის სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, მეგობრული ბავშვი იყო, სწავლობდა, ერთობოდა, ოცნებობდა და სამომავლო გეგმებს აწყობდა, მაგრამ... ეს უბედურება ორი წლის წინ დაგვატყდა თავს, მაშინ მარიამი 18 წლის იყო. იმ წელს სკოლა დაამთავრა და იმავე ზაფხულს, 3 აგვისტოს უცებ შეუძლოდ გახდა. დაეწყო პირღებინება და ისე დასუსტდა, სიარულსაც ვეღარ ახერხებდა.

სამტრედიაში ვცხოვრობთ და მაშინვე იქაურ ექიმს მივაკითხეთ, რომელმაც დაგვამშვიდა: აშკარად მოწამლულია, თანაც მდინარეზე უბანავია და ეტყობა, ამან კიდევ უფრო ცუდად გახადაო. რაღაც მკურნალობა დაუნიშნა და შინ გამოგვიშვა. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და უკეთესობა რომ ვერ დავინახეთ, ქუთაისში წავიყვანეთ. იქ გამოკვლევები ჩაუტარეს, გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვსო და კვლავ რაღაც მკურნალობა დაუნიშნეს.  განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები