სოციალური ექსპერიმენტი: პენისზე დაჯდომის სიმწარე მეხიკოს მეტროში
სოციალური ექსპერიმენტი: პენისზე დაჯდომის სიმწარე მეხიკოს მეტროში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მექსიკაში მცხოვრები ქალებისთვის ობიექტურად საშიში ადგილია. ქვეყნის დედაქალაქში, ქალების 65%-ს სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმები: ტრანსპორტში ხელის ფათური ან გადაკიდება, ქუჩაში მოძახებები და სხვ, განუცდია. გამოკითხული ქალები იქვე აღნიშნავდნენ, რომ ძირითადად მამრობითი სქესის მოძალადეებზე პოლიციაში გაცხადებისა საშინლად ეშინოდათ.

მექსიკის მთავრობამ გადაწყვიტა, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ სხვადასხვა კამპანიები წამოეწყო. პირველი ღონისძიება, რაც მან გაატარა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალებისგან შემდგარი ანონიმური პოლიციური ქვედანაყოფი იყო, რომლის ერთადერთ ამოცანას სექსუალური შევიწროების განმახორციელებლებისთვის მატარებლის ვაგონებში ჩასაფრება და მათი ადგილზე „გამოჭერა“ წარმოადგენდა.

ამ თვეში, კამპანიამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია;
ერთ დღესაც, მეხიკოს მეტროში კაცებს საგანგებო დიზაინით შექმნილი სკამები დახვდათ, ადამიანის გამოკვეთილი ანატომიური ნაწილებით (ძირითადად მკერდი და პენისი).
როგორც აღმოჩნდა, ამ ხერხმა განსაკუთრებით გაამართლა; არც ერთ კაცს ამ სავარძელში ჯდომა არ მონდომებია. ვინც ისე დაჯდომა დააპირა, რომ სკამებისთვის არც კი დაუხედავს, მაშინვე თოფნაკრავივით წამოხტა. ამიტომ, ეს ვიდეოკამპანია სანახავად განსაკუთრებით სახალისოა.

„მხოლოდ კაცებისთვის“, – ვკითხულობთ სკამებზე მიმაგრებულ დაფაზე. „აქ ჯდომა ნამდვილად მოუხერხებელია, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმ სექსუალურ ძალადობას, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან“, – ამბობს კამპანიის სლოგანი, რომელიც მატარებლის იატაკზე წერია. ვიდეო სოციალურ ქსელებში ძალზე პოპულარული გახდა. მართალია, სოციალურმა ექსპერიმენტმა ზოგიერთ მგზავრში გაოცება და დისკომფორტი გამოიწვია, სამაგიეროდ, დიდი წარმატება ხვდა წილად რეკლამის თვალსაზრისით.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები