რატომ უნდა დალიოთ წითელი ღვინო სიგარეტის მოწევის წინ
რატომ უნდა დალიოთ წითელი ღვინო სიგარეტის მოწევის წინ
მეცნიერები სიგარეტის მოწევის წინ ერთი-ორი ბოკალი წითელი ღვინის დალევას გვირჩევენ. ეს შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.
საქმე ისაა, რომ სიგარეტის კვამლი იწვევს ენდოთელიუმის დაზიანებას, უჯრედების დაბერებას, სისხლძარღვოვან და სისტემურ ანთებას. წითელი ღვინის მიღება ხელს უწყობს სისხლძარღვებისთვის სასარგებლო ენდოთელიარული რელაქსაციის ფაქტორების, ისეთის, როგორიც აზოტის ოქსიდია, წარმოქმნას.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 ჯანმრთელმა არამწეველმა მოხალისემ. ექსპერიმენტის პროცესში, ისინი დათანხმდნენ 3 კოლოფი სიგარეტის მოწევას. მონაწილეთა ნახევარი მოწევამდე სვამდა წითელ ღვინოს იმ გაანგარიშებით, რომ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა სასმელის მიღების შემდეგ 0,75% ყოფილიყო. ექსპერიმენტის დასაწყისში და ბოლოს მეცნიერები იღებდნენ მოხალისეების სისხლისა და შარდის ნიმუშებს.
როგორც ცნობილია, მოწევის შედეგად სისხლის მიმოქცევაში ხვდება ენდოთელიარული უჯრედების, თრომბოციტებისა და მონოციტების მიკრონაწილაკები, რაც სისხლძარღვების დაზიანებაზე მეტყველებს.
იმ მონაწილეებში, რომლებმაც მოწევის წინ ღვინოს მიიღეს, მკვლევრებმა ვერ დააფიქსირეს მსგავსი ცვლილებები. მეცნიერებმა ჯერ არ იციან, იგივე ხდება თუ არა მწეველების, ხანდაზმული ადამიანებისა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების შემთხვევაში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
22-09-2017
"დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო"
მწერალი ქეთევან დავრიშაშვილი (დავრიშევი) საფრანგეთში, ქართული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. დღესაც პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მწერალმა 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა - ,,შავი ზღვა" კი 2010 წელს "ლანდერნოს", ხოლო 2011 წელს "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა. მის წიგნებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც ქეთევანის წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. ერთ-ერთ წიგნში კი დიდ ბაბუაზე (მამის მხრიდან) საუბრობს, რომელიც სტალინის ნახევარძმა იყო და რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, მარტოობაში დაასრულა სიცოცხლე.


დავ­რი­შაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი ქარ­თუ­ლად ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა. სწო­რედ მას ვთხო­ვეთ, საზღ­ვარ­გა­რეთ გაზ­რ­დი­ლი კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თ­ვე­ლის შე­სა­ხებ ეამ­ბა ჩვენ­თ­ვის:
- 2010 წელს სტუმ­რად მყავ­და ფრან­გი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი. ერთ დღეს, რო­ცა ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას ამოწ­მებ­და, მი­პა­ტი­ჟე­ბა მი­ი­ღო ქე­თე­ვან დავ­რი­შე­ვის წიგ­ნის - "შა­ვი ზღვა" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. მკითხა, - ამ ავ­ტო­რის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ა­თო? - არა, პირ­ვე­ლად მეს­მის-მეთ­ქი. რო­ცა ქე­თე­ვა­ნის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო, და­ვინ­ტე­რეს­დი ამ ადა­მი­ა­ნით, საფ­რან­გეთ­ში ნაც­ნო­ბებს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, ჩემ­თ­ვის მი­სი წიგ­ნი გა­მო­ეგ­ზავ­ნათ. წა­ვი­კითხე და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ის­ტო­რია. მოთხ­რო­ბი­ლია პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ემიგ­რა­ცია: რო­გორ წა­ვიდ­ნენ საფ­რან­გეთ­ში, რო­გორ მო­ი­კი­დეს იქ ფე­ხი, რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მის "შავ ზღვას", წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლია ერ­თი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში და პა­რა­ლე­ლუ­რად აღ­წე­რი­ლია სიყ­ვა­რუ­ლის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი: თა­მუ­ნა 15 წლის იყო, რო­ცა მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტეს. მას მო­უ­წევს ცხოვ­რო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში. გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. მას­თან დარ­ჩე­ნა სურ­და, მაგ­რამ ოჯახ­მა ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. თა­მუ­ნა დიდ­ხანს იმე­დოვ­ნებ­და, რომ ოდეს­მე შეყ­ვა­რე­ბულ­თან მი­სი გზა გა­და­იკ­ვე­თე­ბო­და, მაგ­რამ ის არ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. ბო­ლოს, იმე­დი გა­და­ე­წუ­რა... ამ ამ­ბის გად­მო­ცე­მი­სას, ქე­თე­ვანს კარ­გად აქვს "და­ჭე­რი­ლი" ჩვე­ნი ერის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა, - უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ცდი­ლობ­დ­ნენ, მორ­გე­ბოდ­ნენ აქა­ურ ცხოვ­რე­ბას, სი­ტუ­ა­ცი­ას და რა­ღაც წა­მო­ეწყოთ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი სულ ჩე­მო­დან­ზე ვის­ხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დით უკან, სამ­შობ­ლო­შიო... წლე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნას მა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ის კი საფ­რან­გეთ­ში, და­სა და დე­დას­თან ერ­თად დარ­ჩე­ბა. დე­და იძუ­ლე­ბუ­ლია, იმუ­შა­ოს. ის­წავ­ლის კერ­ვას და ოჯახს ამით არ­ჩენს. თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა ვინ­მე და­თო, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, არ უყ­ვარს, მაგ­რამ მას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარს არ ეტყ­ვის. უკ­ვე ფეხ­მ­ძი­მედ არის, რო­ცა ბე­დი პირ­ველ შეყ­ვა­რე­ბულს შე­ახ­ვედ­რებს. თა­მუ­ნა ეტყ­ვის, რომ უკ­ვე და­ნიშ­ნუ­ლია და თხოვ­დე­ბა. ისევ და­შორ­დე­ბი­ან. გო­გო­ნა მუც­ლად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვის მა­მას გაჰ­ყ­ვე­ბა ცო­ლად... ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ააწყო­ბენ და ცო­ტა ხან­ში, და­თო მი­ა­ტო­ვებს ოჯახს, სხვა ქალს შე­ირ­თავს...
- მე­რე ისევ გა­და­იკ­ვე­თე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის გზე­ბი? განაგრძეთ  კითხვა
მთვლელები