„ყველა დაგვაბულინგებს ფეხზე თმას თუ არ მოვიშორებთ... განა ეს არჩევანია?!“
„ყველა დაგვაბულინგებს ფეხზე თმას თუ არ მოვიშორებთ... განა ეს არჩევანია?!“
ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

„ეს არის ძალადობა ბავშვებზე და გენდერული დისკრიმინაცია პატარა გოგონებისა! როდესაც პატრიარქატისაგან და სილამაზის ფაშისტური სტანდარტებისგან ტვინგარეცხილია ქალი, ის საკუთარ ქალიშვილზეც ისევე ძალადობს, როგორც საკუთარ თავზე.

ასე გვაიძულებს კულტურა ავიგლიჯოთ ყველა ბუსუსი სხეულიდან, რათა როგორმე სექსუალურად მიმზიდველები გავხდეთ კაცებისათვის.გვაქვს კი არჩევანი? აი, კაცებს ხომ აქვთ არჩევანი გაიპარსონ ან არ გაიპარსონ თმა სახესა თუ სხეულზე - ჩვენ არ გვაქვს ეს არჩევანი. იცით რატომ არ გავქვს? იმიტომ რომ ყველა დაგვაბულინგებს ფეხზე თმას თუ არ მოვიშორებთ, საზიზღებად და საძაგლებად შეგვრაცხავენ გოგოსიან-ბიჭიანა. თმა ქალის სხეულზე ავტომატურად ნიშნავს საზოგადოების მხრიდან ქალის შერცხვენას, ლანძღვას, დამუნათებას, ზიზღს, სიძულვილს... განა ეს არჩევანია?!" - “




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები