„ოპერის გახსნაზე კალოშა დონის ბიზნესმენები კალოშა შესახედაობის ცოლებთან რომ ისხდნენ“
„ოპერის გახსნაზე კალოშა დონის ბიზნესმენები კალოშა შესახედაობის ცოლებთან რომ ისხდნენ“
იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

მადლობა კონტრიბუციისთვისრაღაცის მოყოლა მინდა,ყველასთვის საინტერესოა. არ ვაპირებდი,მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა,დავწერ:

ტრავიატას სეზონის დახურვაზე ვიყავი მეტროპოლიტან ოპერაში,ლინკოლნ ცენტრში. ბილეთი ღირდა საქართველოში ბოლო წლებში არსებული ჩემი 2 თვის ხელფასზე მეტი. როდესაც ოპერის საიტზე ყიდულობ ბილეთს (ბოლო მომენტში ფასდაკლების საიტებზე აღარაა და იმიტომ),აგდებს გრაფას contribution (ვინც ამას წაიკითხავთ,ყველამ იცით,რას ნიშნავს). დიდხანს არ დავფიქრებულვარ,შეჩვეული ვარ ფულის გაცემას,მინიმალური თანხა 80 $ იწყებოდა,როგორც ტურისტს,არ მომერიდა,10 (ათი) დოლარი ჩამეწერა.

ოპერა იყო ზღაპარი. იცით,რომ ძლივს მივასწარი,წითელ პარასკევს დაიქცა ჯერსის და ნიუ იორკის ტრაფიკი და რაც მეცვა,იძულებული ვიყავი,ისე წავსულიყავი- ბილეთის ფული ჯანდაბას,ტრავიატასთვის არ მომესმინა,მოვკვდებოდი.

მოკლედ: მიუხდავად ჩემი casual ტასაცმლის (მანერები და ეტიკეტი მე არ მერევა,ენაც მშობლიურივით ვიცი), მომსახურე პერსონალი ყველას პრინცესასავით ექცევა.აქ ხომ ოპერაში ხიხოები პონტისთვის არ დადიან. ვის როგორ ეცვა და რა კულტურულად იქცეოდა ყველა,არ უნდა ზედმეტი ახსნა. ერთს ვიტყვი: ბევრი ცნობილი ადამიანი იყო.კიდევ ერთს, "პრიმადონა" თამარ ივერს ვუკბენ დაუზოგავად: მეტროპოლიტან ოპერაში ცალკე რესტორანია მეორე სართულზე,ხედით გარეთ ლინკოლნ ცენტრის შიდა ეზოს შადრევანზე და,ასევე, ფოიეში რევლონ და მეტ ბარია. ავხსნი: რესტორანში ზის ეს სუპერ მართლა ელიტა და მიირთმევს, მენიუს ონლაინ უკვეთავ,ონლაინ,30 წუთიან შესვენებაზე რომ არ ელოდო. ბარებში კი წყლიდან და ნამცხვრებიდან დაწყებული,შამპანურით დამთავრებული, ყველაფერი იყიდება და,რაც თამარ ივერს გააცოფებდა, მაგრამ კრინტს არავინ დააძვრევინებდა- ამ სასმელებით სეირნობ სართულებზე,გადიხარ აივანზე- პონტისთვის არ ხდება ეს,მაყურებლის დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. რაც შეეხება გადაღებებს- მოლაპარაკებადია ადმინისტრაციასთან.

თითო წარმოდგენაზე (ოპერაზე) წარდგენილია სპონნსორი.იწერება,კონკრეტულად სახელი,გვარი, და მადლობა ამ ოჯახს-აფიშებზეც და უფასოდ დარიგებულ პროგრამა-ჟურნალებში. იწერება სპონსორი tourneau იყო და rolex. და ჩამოთვლილია ყველა მსხვილი კონტრიბუტორის (ვინც შენატანს აკეთებს),სახელი.

ახლა მივედით მთავარ პარალელთან ჩემს სვეტსკ-ევროპულ სამშობლოსთან:

ჩვენი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის გახსნაზე ვიყავი. დეასთან ერთად ქართუს კოლექტივთან ვისიამოვნე ჩვენი აბესალომ და ეთერით. არაფერს ვიტყვი პუბლიკაზე- ყველა რატომღაც უფასო მოსაწვევით იყო-სიტყვაზე, 7 მაისს მეტროპოლიტანის გალა კონცერტია, მოსაწვევები არაა,მინიმალური ფასი ბილეთზე იყო 950$, უკვე გაყიდულია.ცალკე გაიყიდა კოქტეილ მიღების და გალა კონცერტის შემდეგ ვახშმის ბილეთები კოსმიურ ფასად.



პარალელი: ჩვენი ოპერის გახსნაზე,"ბაბოჩკებით" რომ ისხდნენ კალოშა დონის "მძიმე წონა" ბიზნესმენები თავის კალოშა შესახედაობის ცოლებთან, რა იყო მათი კონტრიბუცია ოპერაში? უფასო მოსაწვევით ყეყეჩობა? ესაა თქვენი დონე? თუ,დავიჯერო,მარტო მე ვაკვირდები სისტემას საზღვარგარეთ და თქვენ არ იცით, რომ ჟმოტობაც არა,მიუღებელია,ამდენად მდიდარი ხალხი უფასო მოსაწვევით სარგებლობდეს,სარგებლობდეს ფასდაკლებებით,სტუდენტივით და არ სრცხვენოდეს ამის.

ცუდი ტონია და თქვენი ფინანსური წარმატება უნდა იყოს პირდაპირპროპორციული თქვენი შენატანისა სამშობლოს განვითარებაში. თქვენ კი მანდ იმისთვის მდდრდებით,რომ მერე ხალხი გაძარცვოთ.

ოკ,ოპერის გახსნაზე არათუ არ ეწერა არსად მადლობა ერთადერთ (!) კონტრიბუტორს (40 მილიონიანს!) ოპერის რეკონსტრუქცია-აღდგენაში,არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ჩააშითინგეთ ყველაფერს,ხალიავა კალოშების შუბებზე დაცინვით,თქვენ,ვინც არ იკადრეთ მიღება უფასო (!) მოსაწვევის და თქვენ,ვინც ვერ მოასწარით მოსაწვევების წაფცქვნეტა.

კიდევ ერთი: რომ დაეთრევით ეს ტილიანი ძონძ-მონდი მიღებებზე,წარმატება არა მარტო მანდ ყიალია ყალბი ღიმილით,არამედ თქვენი წარმატების "გამომზეურება"
კონტრიბუცია-შენატანის სახით თითოეულ ღონისძიებაზე,რომელსაც ესწრებით,მკვდარო სულებო.არ დავწერდი ამას,რომ არა ერთი ფაქტი: დღეს დილას,11:30 ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა:-გამარჯობათ,იუნონა შაფათავა ბრძანდებით?
-დიახ
-მეტროპოლიტან ოპერიდან გირეკავთ, მარია -------სი ვარ (რამე ხომ არ დამრჩა,ვფიქრობ და საიტზე რეგისტრაციით მიპოვეს, მირეკავენ წაიღეო ან გამოკითხვაა რამე?).
გვსურს,მადლობა გადაგიხადოთ თქვენი კონტრიბუციისთვის მეტროპოლიტან ოპერის არსებობაში.(ყბა ჩამომივარდა, სარკეში ვუყრებდი ჩემ თავს).
-მადლობა თქვენ, სიამოვნებისთვის. მხოლოდ ტურისტი ვარ,სხვა შემთხვევაში,მეტს შემოვიტანდი სიამოვნებით.- მადლობა კიდევ ერთხელ,ბედნიერ დღეს გისურვებთ.
10 დოლარი!!! უცხო უცნობი პორველად მისული ქალი, "საუცხოოდ" ჩაცმული, დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.კულტურული სტრესი მქონდა და სიმწარე.
10 დოლარი 40 მილიონი დოლარის (!) წინააღმდეგ რაა,მაგრამ ჩემ სამშობლოში კარგი საქმისთვის,მადლობის მაგიერ,რასაც აკეთებენ, ვიცით.პს ჩვენი ოპერის გახსნაზე, ბოლო მომენტამდე მეგონა,კალათებს ჩამოატარებდნენ, ბომონდში როგორც ხდება ხოლმე საზღვარგარეთ, კონტრიბუციის შესაგროვებლად. ჩვენი ძონძ-მონდი მაინც მოიფიქრებდა რამე დებილობას- აუ cash არ მაქვს-ის მსგავსს...დეამ მითხრა,არ ჩამოატარებენო.მახსოვს ზუსტად 50 ლარი მქონდა
გამზადებული.
ჩვენ ქვეყანას ხომ დღეს ერთი მსხვილი კონტრობუტორი ჰყავს, არ ვიცი, მხოლოდ ის კაცია ვალდებული,სამშობლოს წინაშე თუ როგორ ხდება,მისი გაკეთებულით რომ კარგად სარგებლობს ყველა,მდიდარ-ღარიბი,მადლობასაც ვერ იმეტებენ. აქ რომ შეეტანა ის 40 მილიონი,ლითონის ფირფიტას ააწებენდნენ მეტროპოლიტანს საშვილიშვილო მადლობებით და ვარსკვლავს გაუხსნიდნენ ლინკოლნ ცეტრის შადრევანთან....
ტეხავს- ვერ იტყვი სლენგზე, ვიტყვი, რასაც ვკითხულობდი ავლაბარში სახლის კედელზე:
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე,
ყოველ დღესა შან თავს ჰკითხო:
აბა მე დღეს ვის რა ვარგე?
და charity begins at home, ვითომ სვეტო მართლა ხიხო "ბაბაჩკიანო" კალოშებო. იმისთვის რომ მდიდრდებით,ფასდაკლება-პრივილეგიები ააგროვოთ ყველგან,შენატანის მაგიერ და ღატაკი ხალხი გააცუცურაკო-მოატყუოთ-დაძარცვოთ,საკუთარი ისედაც სქელი ჯიბის და უსექსობით გაისტერიჩკებული დაქცეული ცოლების საჯდომების გასასქელებლად...დავაფასოთ, ერთმანეთის ღვაწლი. please
- მადლობა რა არის, იტყოდა ბაბუაჩვენი,- სიკეთე გააკეთე- ამოიღე ქვაზე დადე......არ იყო მართალი?
people change,მინდა მჯეროდეს და ყველაფერს გავაკეთებ,სადაც არ უნდა გადავიხვეწო,ჩემი სამშობლოს განვითარებისთვის,მადლობისთვის არა. იმისთვის,რომ წესია ასეთი: წარმატებას აღწევ სხვების დასახმარებლად, კ ო ნ ტ რ ი ბ უ ც ი ი ს თ ვ ი ს..." - წერს შაფათავა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები