თამაშდება 2 კაციანი საგზური ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში
თამაშდება 2 კაციანი საგზური ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში
KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, 21 აპრილს, იპოდრომზე გათამაშდება 2 კაციანი საგზური ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

საგზურის მოგების შანსი ექნება ყველას, ვინც შეიძენს KVARTALI-ს მიერ ორგანიზებული ტექნო მუსიკის ივენთის ბილეთს.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, რომელიც 21 აპრილს, თბილისის იპოდრომზე გაიმართება, მის შესახებ უკვე

მთელმა თბილისმა იცის, რადგან ამ დღეს,KVARTALI-ს ორგანიზებით, თბილისში დაუკრავენ ტექნო მუსიკის ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა: ესპანელი არტისტი პაკო ოსუნა, ქარიზმატული ირალნდიელი მატადორი და ნოვაციების სიყვარულით განთქმული, ფრანგი როდრიგეს ჯუნიორი.

უცხოელი არტისტების გამოსვლამდე ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს djგიო შენგელია.

ივენთზე დასასწრები ონლაინ ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ eventer.ge-ზე,რაც შეეხება ფიზიკურ ბილეთებს ისინი ხელმისავდომია აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ wake up-ში.

ბილეთების გაყიდვა მოხდება კარზეც.

აქვე გიამბობთ კომპანია Coraltravel-ის შესახებაც, რადგან ის გათამაშების გამარჯვებულის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო დასვენებას უზრუნველყოფს.

Coraltravel გახლავთ ოტი ჰოლდინგის წევრი კომპანია. ეს არის ტუროპერატორი 25 წლიანი გამოცდილებით. 28 ქვეყანაში ქმნის საკუთარ პროდუქტს და 5 ქვეყნიდან ახორციელებს ოპერირებას (გერმანია, პოლონეთი, საქართველო, ბელორუსი, რუსეთი და უკრაინა).

აქვს ხარისხის განმსაზღვრელი აისო სერთიფიკატი.  უკვე მეოთხე წელია საქართველოში მოაღვაწეობს და ჩვენი ქვეყნიდან სეზონის მიხედვით აქვს შემდეგი მიმართულებები: თურქეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი ლანკა, ინდოეთი და იორდანია.

როგორც Coraltravel-ის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი KVARTALI-სთან თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდა და ენერგიული აუდიტორიისთვის თავის გაცნობაა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები