გაბრაზებული ცოლი სახლიდან გაიქცა და ბავშვები ქმარს დაუტოვა. ორი დღის შემდეგ ქმრისგან ეს წერილი მიიღო...
გაბრაზებული ცოლი სახლიდან გაიქცა და ბავშვები ქმარს დაუტოვა. ორი დღის შემდეგ ქმრისგან ეს წერილი მიიღო...
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კაცმა განტვირთვა გადაწყვიტა, მშობლის მოვალეობები დაივიწყა და ფეხბურთის საყურებლად ტელევიზორს მიუჯდა. სულაც არ სურდა მოუსვენარი ბავშვების მოვლა-პატრონობა. ცოლმა კი უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა, კარი გაიჯახუნა და წავიდა... ბავშვები მამის იმედად დარჩნენ.

კაცის უდარდელი ცხოვრება, სავარძელში ლუდის ბოთლთან ერთად,
მომენტალურად ამოყირავდა.

აი, რა მისწერა კაცმა ცოლს ორ დღეში:

''ჩემო ძვირფასო, ორი დღის წინ სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. რვა საათი იყო. მსურდა დივანში ჩავმჯდარიყავი და მატჩისთვის მეყურებინა. შენც ძალიან დაღლილი იყავი, ამიტომ ხასიათი გაგიფუჭდა. ბავშვები ჩხუბობდნენ, ჩვენი უმცროსი შვილი კი ტიროდა სანამ მის დაძინებას ცდილობდი. ტელევიზორს ავუწიე, რომ ეს აურზაური არ მომესმინა.

-არ მოკვდები, თუ შვილების გაზრდაში მონაწილეობას მიიღებ. - მითხარი და ტელევიზორს დაუწიე.

მე გაღიზიანებულმა გიპასუხე:

- მთელი დღე ვმუშაობ, იმისთის რომ შენ სახლში დარჩე და თოჯინებით ითამაშო. დავიწყეთ ჩხუბი. არგუმენტები არ გველეოდა. შენ ტიროდი იმიტომ, რომ ყველაფერი ყელში ამოგივიდა და ჩემმა სიტყვებმაც გული გატკინა. მითხარი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია და წახვედი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები