ქართული შოუ-ბიზნესის ახალი მოთამაშე, რომელიც ტექნო მუსიკით აპირებს თავის დამკვიდრებას
ქართული შოუ-ბიზნესის ახალი მოთამაშე, რომელიც ტექნო მუსიკით აპირებს თავის დამკვიდრებას

 

ტექნო ყველაზე ახალგაზრდა მუსიკალური მიმდინარეობაა. ის 80-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა და მისი სამშობლოა აშშ, ქალაქი დეტროიტი.

განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ათწლეულში შეიძინა, რადგან სწორედ ტექნოს აქვს თანამედროვე ახალგაზრდობის ხასიათთან ყველაზე ახლოს მდგომი ჟღერადობა.

მსოფლიო მელომანების ფეხისსვლას არც საქართველო ჩამორჩა.

ტექნო, კლუბური ცხოვრება და ელექტრონული მუსიკის ფესტივალები ჩვენთანაც ნელ-ნელა გახდა აქტუალური და დღეს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვა მუსიკალურ მიმდინარეოებს.

ქართველი მსმენელის მოთხოვნები, თბილისის მუსიკალურ ბაზარზე არაერთი ღამის კლუბის გახსნის სტიმული გახდა და დღეს ამ კლუბებში ბევრად უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით ვიდრე რესტორნებში.

ყანწები პოლიეთილენის ჭიქებმა ჩაანაცვლა, ღვინო - ლუდმა და კოქტეილებმა, საღამოს კაბები კი „ფრი სთაილმა“

ქართულ შოუ-ბიზნესში მოწინავე პოზიციები დაიკავეს დიჯეებმა და მათი სახელის პოპულარობის დოზა სხვა ტიპის მუსიკოსებს ხშირ შემშთხვევებში უსწრებს კიდეც.

თუმცა ტექნო მუსიკა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და სწორედ ამიტომ, ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ უცხოელ არტისტებს ანიჭებს უპირატესობას.

სწორედ ამიტომ, ქართული კლუბები, ელექტრონული ფესტივალები და ივენთ მენეჯერები ერთმანეთს ეჯიბრებიან უცხოელი არტისტების ჩამოყვანაში და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ, კიდევ და კიდევ უფრო

სერიოზულ ტექნო არტისტებს გვთავაზობენ.

აღნიშნულ მარათონში ახლახანს ჩაერთო KVARTALI, რომელიც პირველ თბილისურ ივენთს, 21 აპრილს, იპოდრომის პარკის დახურულ სივრცეში გეგმავს.

მათმა ლაინაფმა დაანონსებიდან ერთ კვირაში აალაპარაკა სოციალური ქსელი, საოცარი სისწრაფით გაიყიდა ბილეთების პირველი კალათაც, რადგან ერთ დღეს, ერთ ადგილას, ერთსა და იმავე საღამოზე დაუკრავენ ისეთი არტისტები როგორიცაა PACO OSUNA, MATADOR და RODRIGUEZ JR.

როგორც სჩანს KVARTALI-ს საორგანიზაციო ჯგუფს პირველივე ივენთით სურს თავის დამკვიდრება და სახელის ნელ-ნელა მოხვეჭის ნაცვლად, ერთი გასროლით აპირებს გამოცდილ კონკურენტებთან გათანაბრებას, სხვაგვარად ვერ აიხსნება, მათ მიერ პირველივე ივენთზე, ერთდროულად სამი ტექნო ვარსკვლავის ჩამოყვანა და WARM UP-ზე ქართველ დიჯეებს შორის საუკეთესოდ აღიარებული გიო შენგელიას დაყენება.

ჩვენი რედაქცია წარმატებებს უსურვებს KVARTALI-ს საორგანიზაციო ჯგუფს, რომელიც მსგავს ივენთებს მომავალში გეგმავს, თქვენ კი გეტყვით, რომ KVARTALI-ს პირველ ივენთზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ www.eventer.ge -ზე.

რაც შეეხება ფიზუკურ ბილეთებს, მათი შეძენა შეგიძლიათ აბაშიძის 80 ნომერში მდებარე ბარში wake up.

 

 

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები