„შიმშილისგან დაქანცულ ბებოს მარჯანიშვილზე გული წაუვიდა“
„შიმშილისგან დაქანცულ ბებოს მარჯანიშვილზე გული წაუვიდა“
„შიმშილისგან დაქანცულ ბებოს მარჯანიშვილზე გული წაუვიდა და დაეცა!!!
ყელში ბურთივით მეჩხირება აგრესია მიპყრობს... ვტირი მე შენი გაჭირვების ჭირიმე“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე, რომელსაც უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა.


Natia Gulbiani ჩემი გულთბილი და მოწიწებული დამოკიდებულება მოხუცებს, თუმცა, ახალგაზრდაც ბევრი დადის ეგეთი,
უამრავი ოჯახი შიმშილობს და უამრავია შიმშილის ზღვარზე... ვაი საბრალო საქართველო და ქართველებო!

Marina Kerashvili თბილისში უბანი არ დარჩა რომ ორი სამი ეკლესია არ ფუნქციონირებდეს, ხოდა დაავალონ თითოეულ ეკლესიას გამოკვებონ ასეთი გაჭირვებული და დამშეული., ხალხი. საკმაოდ დიდი მოგება აქვთ, შესაწირებით და ცოტა გაჭირვებულებისთვის გაიმეტონ. ეხ, ამას გული და სურვილი უნდა, თორემ ყველაფერი მოგვარდებოდა. თუ დაკვირვებიხართ მარჯანიშვილზე, რუსულ ეკლესიაში, ეზოში ყოველდღე კვებავენ გაჭირვებულებს. ასევეა ამსტერდამში, რუსულ ეკლესიაში სპეციალურად მოზრდილი ოთახია გამოყოფილი და ყოველ დღე უფასოდ კვებავენ თავის მრევლს, საუკეთესო და თან ამით საუკეთესო ურთიერთობებს ამყარებენ ერთმანეთში. ზრუნავენ ხალხზე, ჩვენთან კი პირიქით ხალხი ინახავს და ზრუნავს საეკლესიო პირებზე.

Maka Kiviladze დავალება რატომ უნდა ჭირდებოდეთ, ეს ეკლესიის ვალია გაჭირვებულ და მიუსაფარ მრევლს დაეხმაროს. ყველგან ასე ხდება; მაგრამ ჩვენთან ეკლესიაც გადაგვარდა და ჩვეულებრივ ბიზნესად იქცა. სირცხვილია, ეკლესიები შენდება ისტერიულად და ადამიანები შიმშილით იხოცებიან.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები