საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მოხუცის გადასარჩენად თავი გასწირა
საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მოხუცის გადასარჩენად თავი გასწირა
შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას ავრცელებს:

"54 წლის ნატო ჭანტურიაა, ვის სიცოცხლესაც უფალს ევედრებით, ხანძარი საიდან გაჩნდა და როგორ არავინ იცის, სავარაუდოდ,ცეცხლი ქალბატონის ოთახიდან წამოვიდა, რადგან ის ისე დაიწვა, გვამიც ვერ იპოვეს, ნატო აივანზე გასულა და შველას ითხოვდა თვითმხილველების თქმით, ისინი თხოვდნენ მეზობელ აივანზე გადასულიყო და თავი გადაერჩინა, მაგრამ არ დატოვა უმწეო მოხუცი და მის გადასარჩენად შევარდა, მას გადაადგილება უჭირდა და ეტყობა კარებამდე სიმწრით მოიყვანა, თუმცა.....ისინი იქვე იპოვეს უგონოდ, მოხუცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჩვენი ნატო სიკვდილს ებრძვის და არა მგონია
უფალმა არ გადაარჩინოს ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა სხვის სიცოცხლისათვის. იმედი მაქვს ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ჩვენ გვინდა. სიკვდილს ებრძვის საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ნატო ჭანტურია გთხოვთ ვილოცოთ ყველამ ერთად მისი სიცოცხლის გადასარჩენად... ქალბატონი ნატო ნამდვილი გმირია მან აღდგომის ღამეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირა თუმცა ბერძენი ქალბატონი სავადმყოფოში გარდაიცვალა. ნატალია გაუძელი... საბერძნეთში მოსხატოზე მოხდა ეს შემზარავი ამბავი! ცეცხლი ანთებულმა კანდილმა გააჩინა! იმედია ღმერთი არ გაწირავს ასეთ კეთილშობილ ქალბატონს.... მოსხატო არის უბანი ათენში ცეცხლი გაჩნდა ანთებული კანდილიდან! კანდილი არის პატარა საეკლესიო ჭურჭელი რომელშიც ზეთს ასხავენ და ანთებენ, ბებია ლოგინად იყო ჩავარდნილი ხოლო ბაბუა დადიოდა, ქართველმა ემიგრანტმა ნატო ჭანტურიამ სცადა გადაერჩინა ორი მოხუცი... ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი ქალი მთლიანად დაიწვა ხოლო მოხუცი ბაბუა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, საშველად შესული ქართველი ემიგრანტი კი მძიმე მდგომარეობაში ათენის სავადმყოფოში იმყოფება, ვილოცოთ ყველამ მისი ჯანმრთელობისთვის....",- წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები