ქეიფი საფლავზე, ქელეხი, მსხვერპლშეწირვა - რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები გადაგვარებულ ქართულ ტრადიციებზე
ქეიფი საფლავზე, ქელეხი, მსხვერპლშეწირვა - რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები გადაგვარებულ ქართულ ტრადიციებზე
ტრადიცია თაობიდან თაობას გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმებია, რომელიც გარკვეულ სოციალურ ჯგუფში ან თაობაშია გავრცელებული. ქართველებს ბევრი ტრადიცია გვაქვს, უმეტესობა უმთავრესად წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს და მიუხედავად ტექნოლოგიების საუკუნისა, დღეს მაინც მყარად ფესვგადგმული განაგრძობს არსებობას. ხშირად ზოგიერთი დრომოჭმული ტრადიცია ვითომდაც
ქრისტიანობით იხსნება, ალბათ იმიტომ, რომ რაღაცით იმ რიტუალს, რომელიც მოსასპობია, გამართლება მოუძებნონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ზომიერებაც გვღალატობს, რაც ერს სამწუხაროდ, ზოგჯერ ცუდად წარმოგვაჩენს.

აღდგომის დღეებია, თემა ცხელია და აქვე საფლავზე პურმარილით გასვლის ტრადიციას შევეხები, რომელიც უმეტესად ღრეობით სრულდება; არანაკლებ შემზარავია ქრისტიანულ დღესასწაულებზე წარმართული მორალით მსხვერპლშეწირვის სისხლიანი ადათი; ასევე თამადის მიერ სუფრის წევრებისთვის ღვინის დაძალების რიტუალიც, თითქოსდა ჭიქებით განისაზღვრებოდეს ღმერთისა თუ მოყვასის სიყვარული, გარდაცვლილის პატივისცემა; ქელეხის ტრადიციაც არანაკლებ მოითხოვს კორექტივებს და ზოგადად, ქართულ სუფრაზე რელიგიურ დღესასწაულებზე სართულებად დახვავებული ხორაგი... სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზოგჯერ ამ ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ ერის ამ კულტურას. ადათები ინსტიქტებისაგან განსხვავებით, თანდაყოლილი არ არის, თაობებს გადაეცემა და ასევე ცხოვრობს.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები